ჯანდაცვა
თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ყოველი თვის ბოლო შაბათს მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

• უახლესი, მაღალი გარჩევადობის MAGNETOM Flow 1.5T აპარატურა
• გამოცდილი ნეიროქირურგისა და რადიოლოგის პროფესიული კონსულტაცია
• კვლევების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით

რატომ არის მნიშვნელოვანი ანევრიზმის დროული გამოვლენა?

ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც სისხლძარღვი მნიშვნელოვნად ფართოვდება ან სკდება. გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.

ვისთვის არის რეკომენდებული სკრინინგი:
• ხშირი ან გაურკვეველი თავის ტკივილის მქონე პირებში
• მაღალი არტერიული წნევის მატარებელ პაციენტებში
• ოჯახური ისტორიის დროს (ინსულტი, ანევრიზმა)
• 40 წელს ზემოთ ასაკში

პროცედურის უპირატესობები:
• სწრაფი და კომფორტული (ხანგრძლივობა: 10–15 წუთი)
• არ საჭიროებს კონტრასტული ნივთიერების გამოყენებას
• არაინვაზიური მეთოდია
• შესაძლებელია მრავალჯერადი ჩატარება

იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგად გამოვლინდება ანევრიზმის რადიოლოგიური ნიშნები, პაციენტი იმავე დღეს მიიღებს უფასო კონსულტაციას ნეიროქირურგთან. კონსულტაციას ჩაატარებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, იაკობ ცერცვაძე, რომელიც არის: ვიანის ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის ეროვნული დელეგატი, საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი, პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

თავის ტვინის ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება — ნუ დაელოდებით კრიტიკულ მომენტს. გაიარეთ სკრინინგი დროულად.

ვიზიტის დასაჯავშნად დაუკავშირდით:
0431 20 80 80
მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83ა
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სამედიცინო სიახლეების გასაცნობად ეწვიეთ ჰოსპიტლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter

(R)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში, ამ ეტაპზე, ძირითადად, A და B ტიპის გრიპი, ასევე H3
ვირუსი და H1N1 ცირკულირებს, რომელსაც „ღორის გრიპს“ ეძახიან.
10:12 / 19.02.2025
საქართველოში, ამ ეტაპზე, ძირითადად, A და B ტიპის გრიპი, ასევე H3 ვირუსი და H1N1 ცირკულირებს, რომელსაც „ღორის გრიპს“ ეძახიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.