ჯანდაცვა
ქუთაისში 45 სტომატოლოგიური დაწესებულებიდან 18 შემოწმდა
FaceBook
ქუთაისში ოფიცილურად 45 სტომატოლოგიური პროფილის მქონე დაწესებულება ფიქსირდება. აქედან, მონიტორინგი მხოლოდ 18 დაწესებულებაში განხორციელდა.
" ფაქტობრივად, სტომატოლოგიური პროფილის რამდენი დაწესებულებაა ქუთაისში, სააგენტო ამაზე ინფორმაციას არ ფლობს", - განმარტავენ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში.
მათივე თქმით, იმ 18 დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა 3 დაწესებულება კომისიას დახვდა დაკეტილი, ხოლო 8 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში საქმიანობას აწარმოებდნენ, სააგენტოსადმი სავალდებულო შეტყობინების გარეშე. სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მსვლელობისას, იმ დაწესებულებათა თანამშრომლებს, სადაც ინფექციური კონტროლის ღონისძიებები სრულდებოდა არასათანადოდ და/ან არასრულყოფილად, გაეწიათ რეკომენდაციები და მიეთითათ ნორმატიული სახელმძღვანელო - საკანონმდებლო და საინფორმაციო მასალა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების მიზნით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაევალა მონიტორინგის ჩატარება. 
სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულება, მოქმედი კანონმდებლობით ("მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის  №359 დადგენილება) ვალდებულია, უზრუნველყოს მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი
ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას
შემატა.
09:50 / 12.06.2020
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას შემატა.
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია
გაიმართება.
 
12:45 / 29.05.2019
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია გაიმართება.

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.