ჯანდაცვა
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის, განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განაცხადების მიღება ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“,
– განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ
ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
14:32 / 25.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს
და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI
სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის
სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ
გამოვლენას უზრუნველყოფს.
12:35 / 23.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.