ჯანდაცვა
შემოდგომა - გრიპისა და გაციების სეზონი - რას გვირჩევენ მედიკოსები პრევენციისთვის
FaceBook
როგორც ექიმები ამბობენ გრიპისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია.

ქუთაისელი მედიკოსები შემოდგომაზე ვირუსულ ინფექციებს შორის, ყველაზე მეტად გავრცელებულად, გრიპის ვირუსს ასახელებენ. თუმცა მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე, ვირუსული ინფექციების შემთხვევები ქუთაისში მასშტაბურად არ ფიქსირდება.

რატომ გვიტევს ვირუსული ინფექციები და რა ნორმები უნდა დავიცვათ მათი თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" მედიკოსებს მიმართა.

ქუთაისელი მედიკოსების თქმით, ვირუსების თავიდან არიდების ორი გზა არსებობს: პრევენცია და მკურნალობა.

"თუ ვისაუბრებთ პრევენციაზე, ეს უპირველესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში უკეთდებათ პაციენტებს, სხვა შემთხვევაში, როცა პაციენტს უკვე ვირუსი აქვს, ან გაციებულია ენიშნება მკურნალობა, თუმცა ვირუსული ინფექციების სეზონს, რომ მომზადებული დავხვდეთ და მისგან სრულიად ვიყოთ დაცული, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინის წინასწარ გაკეთებაა ერთადერთი გამოსავალი," - ამბობს ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედცენტრის ოჯახის ექიმი ნათია მოსიავა.

მედიკოსების თქმითვე, ძირითადი ვირუსები, რაც შემოდგომაზე აქტიურდება რესპირაციული პათოგენებია, ასევე ხშირია რინოვირუსები, რაც ძირითადად ეგრეთ წოდებული სურდოს გამოწვევია. შემოდგომაზე ასევე, მაღალია ადენოვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი, რომელიც მწვავე ინფექციებს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია სასუნთქი გზების, თვალების, ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ასევე, ლიმფოიდური ქსოვილების დაზიანება.
"შემოდგომის პერიოდში გარემოში მიკრობების ზრდა ხდება, შესაბამისად დაავადებების სიხშირე იმატებს, ტემპერატურული ცვალებოდობის გამო, ხშირია გაციების შემთხვევებიც,"- განმარტავენ მედიკოსები.

როგორც ექიმები ამბობენ გრიპისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ხველება, სურდო, - აღნიშნული სიმპტომებით, პაციენტს შესაძლოა გრიპის ვირუსი ჰქონდეს, ან უბრალოდ, გაციებული იყოს.


"იმდენად მსგავსი ჩვენებები აქვს გრიპსა და გაციებას, შეუძლებელია მათი ერმანეთისგან გამიჯვნა მაღალკვალიფიციური ლაბორატორიულ - დიაგნოსტიკური კვლევების გარეშე, ამიტომაც დახმარების პირველად დონეზე, ამის ზუსტად დიაგნოზირება არ ხდება. თუმცა ერთი განსხვავება ისაა გრიპსა და გაციებას შორის, რომ გრიპის შემთხვევაში, გაციებისგან განსხვავებით, პაციენტი ადვილად ვერ გამოდის მდგომარეობიდან," - ამბობენ ექიმები.

მედიკოსების თქმით გრიპი და გციება თუ დასაწყის პეროდში ძლიერ ფორმებში არ აღენიშნება პაციენტს, ორი დღის განმავლობაში შეუძლია თავად მართოს საკუთარი ჯანმრთელობა, მიიღოს ბევრი სითხე და ტემპერატურის დამწევი საშუალებები.

"თუ ტემპერატურამ აგიწიათ, თავისა და სახსრების ტკივილმა მოიმატა, აუცილებლად ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს," - საოჯახო მედცენტრის ექიმი ნათია მოსიავა.

მისივე თქმით, გრიპისა და გაციების გართულებულ შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა გრიპი და გაციება გადაიზარდოს პლევმონიაში (ფილტვების ანთება) ან სხვა სხვა რთულ თანდართულ დაავადებებში.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია
გაიმართება.
 
12:45 / 29.05.2019
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია გაიმართება.

 







გრიპის სეზონთან ერთად, ვირუსული ინფექციის გადადების შანსებიც
იზრდება.
17:29 / 26.12.2018
გრიპის სეზონთან ერთად, ვირუსული ინფექციის გადადების შანსებიც იზრდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიიცია  6 დეკემბერს დაანონსებული აქცია-მსვლელობსითვის ემზადება.
ჭიათურელი 14 წლის დავით ჯაფარიძე კრივში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შენგელია„ ქუთაისიპოსტთან“ საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ამ წუთებში, ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან, სადაც "ქართული ოცნება" აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა.
ამ წუთებში, ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან  ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.  ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციას მართავენ.
საქსტატის მონაცემებით, 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.  
ქუთაისიპოსტმა ხონის მუნიციპალიტეტში დისკუსია მოაწყო. შეხვედრას მოქალაქეები, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრენენ.