ახალი ამბები
ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი გაჩნდა
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში" დაბადებული ,,გოლიათი" ბიჭია და ის ხუთ კილოგრამს იწონის.
კლინიკაში აცხადებენ, რომ „გოლიათის“ დედა ქუთაისელია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს.

„ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ჩვენი განყოფილების მთელი გუნდი, ექიმებიდან დაწყებული ექთნითა და ექთნის დამხმარეებით დამთავრებული, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ორსულებს ოჯახური გარემო შევუქმნათ და ასეც არის: განყოფილებაში პატარა კოვიდსამყარო გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე გამოჯანმრთელებული, ჩვენგან წასული ორსულები თუ მელოგინეები აქტიურად გვიკავშირდებიან და სხვებს უწევენ რეკომენდაციას, რათა კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში მოხვდნენ,“- ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.