ახალი ამბები
კლინიკები საწოლფონდებს ზრდიან - ვითარება იმერეთის კოვიდცენტრებში
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობისთვის ლინიკები საწოლფონდის გასაზრდელად მზად არიან.
ამის შესახებ ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმციით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

,,შეხვედრაზე საუბარი იყო იმ მოსალოდნელ რისკებზე, რომელიც კოვიდის კუთხით საქართველოში მოსალოდენელია. საპანიკო რათქმაუნდა არაფერია. ყველა კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთობლივი კოორდინირეული მუშაობით მობილიზებულია. ყველა კლინიკა მზადაა კოვიდინფიცირებულებისთვის დაამატოს საწოლი",- განაცხადა ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ.

კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდებათ.

იმრეთის კოვიდკლინიკებში პაციენტების სამკურნალოდ, ბოლო ინფორმაციით, 900-მდე საწოლია განკუთვნილი. 

ქუთაისში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათთან საწოლფონდი სრულად არის გამოყენებული და მეტის დამატება ფიზიკურად შეუძლებელია. ,,ელჯიკო"- ში ამ დროისათვის ვირუსზე 74 პაციენტი მკურნალობს. 

,,ბომონდში" აცხადებენ, რომ  საწოლფონდის დამატება პერიოდულად ხდება. კლინიკაში ამ დროსათვის  135 საწოლია. ამ დღეებში კი ათიც დამატა.  

,,10-ით გაიზრდა ინტენსიური საწოლების რაოდენობა. კლინიკა ცდილობს, რომ კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებიდან გამომდინარე ინფიცირებული პაციენტების მისაღებად საწოლფონდიც პერიოდულად გაზარდოს",- აცხადებენ ,,ბომონდში".

,,უნიქალმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთავის ვირუსის დიაგნოზით 25 პაციენტი მკურნალობს და სანამ რომელიმე მათგანი არ გამოჯანმრთელდება ახალ პაციენტებს ვერ მიიღეებენ.  

,,თერჯოლამედში"კლინკის დირექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, საწოლების რაოდენობა 122-მდე გაიზრდა. 

,,სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო მოგვიწია საწოლფონდის გაზრდა. 119 გვქონდა წინა კვირაში და 122 არის ახლა,"- ამბობს დავით სარიშვილი. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, კორონავიუსზე ჯამში 162 პაციენტი მკურნალობს. აქედან 31 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თვითიზოლაციაშია 4 964 პირი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.