ჯანდაცვა
2014-2015 წლებში 119 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა
FaceBook
2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა.


დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის პროგრამის ფარგლებში, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 119 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, 2014 წელს საბჭოზე გავიდა 33 საკითხი, როლის შედეგადაც 40 ექიმს შეუჩერდა სერთიფიკატის მოქმედების ვადა 1-6 თვემდე, ხოლო 64 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
2015 წელს კი, რეგულირების სააგენტოს ცნობით, საბჭომ 7 საკითხი განიხილა, რის შედეგადაც 15 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, აქედან 8 მათგანს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, შვიდს კი სერთიფიკატის მოქმედება 1-6 თვემდე შეუჩერდა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საჩივარს დაზარალებული ან დაზარალებულის უფლებამოსილი პირი (დედა ან მამა) წერს.
2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა.
"ინტერპრესნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროდან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა.
2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია. 

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ
ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
14:32 / 25.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გულის ცენტრს ვასილ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს
და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI
სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის
სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ
გამოვლენას უზრუნველყოფს.
12:35 / 23.03.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.