პოლიტიკა
გიგი წერეთლის ინიციატივა - ქუთაისში რომელიმე ქუჩას ან სკვერს მაკკეინის სახელი უნდა მიენიჭოს
FaceBook
ევროპული საქართველოს ერთი-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ქუთაისში, საპარლამენტო დედაქალაქში, ჯონ მაკკეინის სახელის უკვდავყოფის მიზნით, ქუთაისში რომელიმე ქუჩის ან სკვერის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. 

გიგი წერეთლის განცხადებით, სენატორი ჯონ მაკკეინი, წლების განმავლობაში, გამორჩეული მხარდამჭერი და მეგობარი იყო: "მან საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. თბილისშიც და ქუთაისშიც, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია და საპარლამენტო დედაქალაქი, მაკკეინის სახელი უნდა მიენიჭოს რომელიმე ქუჩას, სკვერს ან რომელიმე დაწესებულებას, რაც მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების ნიშანი იქნება. ჯონ მაკკეინს უყვარდა საქართველო, მათ შორის იმერეთი და ქუთაისი". 

"ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიგი წერეთელსა და ჯონ მაკკეინს პირად საუბრებშიც არაერთხელ განუხილიათ ქუთაისის პერსპექტივის, ეკონომიკისა და ტურიზმი განვითარების საკითხები: "ჯონ მაკკეინი განსაკუთრებით მხარს უჭერდა საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას".

ზემოთაღნიშნული ინიციატივის განსახილველად გიგი წერეთელი ქუთაისის საკრებულოს და მერიას უახლოეს დღეებში მიმართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

რამდენად ყოფნით პენსია? — ამ კითხვით
„ქუთაისიპოსტმა“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხარაგაულში
გამოკითხვა ჩაატარა.
12:33 / 06.07.2026

რამდენად ყოფნით პენსია? — ამ კითხვით „ქუთაისიპოსტმა“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხარაგაულში გამოკითხვა ჩაატარა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.