გართობა
12 ოქტომბერი - ამერიკის აღმოჩენის დღე
FaceBook
12 ოქტომბერი - ესპანური ენის დღე.

12 ოქტომბერი ამერიკის აღმოჩენის დღედ ითვლება, ეს მოვლენა ამერიკის კონტინენტის სხვადასხავა ქვეყანაში სხვადახვა სახელით აღინიშნება.
არგენტინა 12 ოქტომბერს კულტურული მრავალფეროვნების დღეს ზეიმობს.
ბაჰამის კუძულები, ბოლივია, მექსიკა, ჩილე და  კიდევ რამოდენიმე ქვეყანა - ამერიკის აღმოჩენის დღეს.
აშშ და ბელიზი კოლუმბის დღეს.
მხოლოდ ვენესუელა აღნიშნავს ინდიელთა წინააღმდეგობის დღეს.
12 ოქტომბერი ესპანეთის ნაციონალური ზეიმია.

ამ დღეს კოსტა-რიკა კულტურათა შეხვედრის დღეს აღნიშნავს.

12 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა სომხებისთვის, ჩვ.წ. ა-მდე 782 წელს დაარსდა ერევანი.

ჩვ.წ. აღ-მდე 539 წელს სპარსეთის ჯარებმა დაიკავეს ბაბილონი.

ჩვ.წ. აღ-მდე 332 წელს მთების მიერ დევნილმა ორატორმა დემოსთენმა თავი მოიკლა, საწამლავი მიიღო.

1285 წელს მიუნჰენში ქრისტიანულად მონათვლაზე უარი თქვა 180-მა ებრაელმა, რის შემდეგაც, ისინი სიკვდილით დასაჯეს.

1492 წელს კოლუმბმა კუნძული სან სალვადორი აღმოაჩინა. ეს დღე ითვლება ამერიკის აღმოჩენის დღედ.

1810 წელს ჩატარდა პირველი ოქტობერფესტი. მიუნჰენის მცხოვრებლები მიიწვიეს ბავარიის კრონპრინც ლუდვიგ ბავარიელისა და ტერეზა საკსონ გილდბირგჰაუზენის ქორწილში.

1871 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ულის გრანტმა აკრძალა კუ-კლუკს კლანი და მისი ლიდერები დააპატიმრა.

1884 წელს ესპანელებმა დააფუძნეს მსოფლიოს უკიდურეს სამხრეთში ქალაქი უშუაია.

1899 წელს ბურების რესპუბლიკამ ინგლისს ომი გამოუცხადა.

1901 წელს თეოდორ რუზველტმა ოფიციალურად მიითვისა ამერიკელი პრეზიდენტების რეზიდენცია ანუ თეთრ სახლი.

1931 წელს ოფიციალურად გაიხსნა მხსნელის ქანდაკება მთა კორკოვადუს წვერზე, რომელიც რიო-დე -ჟანეიროს სიმბოლოდ ითვლება.

1971 წელს ბროდვეიზე გაიმართა ედუარდ ლოიდ ევბერის ოპერის "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის" პრემიერა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #12 ოქტომბერი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.