გართობა
11 სექტემბერი - პატრიოტის დღე
FaceBook
11 სექტემბერს აშშ-ში პატრიოტის დღეს აღნიშნავენ. საერთო ნაციონალური დღე მოვალეობის შესრულებისა და ხსოვნის, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა.

ეთიოპია ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

კატალონია თავის ნაციონალურ დღეს - კატალონიის გათავისუფლების დღეს.

1609 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა ჰენრი გუდონმა კუნძული მანჰეტენი აღმოაჩინა.

1888 წელს გამოფენაზე ტორონტოში წარმოადგინეს ადამიანის ხმის მსოფლიოში პირველი ჩანაწერი.

1918 წელს რუსეთში ზომის მეტრული სისტემა შემოვიდა.

1927 წელს ყირიმში მიწისძვრა მოხდა. სწორედ ეს მიწისძვრა შევიდა ილფისა და პეტროვის წიგნში თორმეტი სკამი.

1930 წელს აგატა კრისტი არქეოლოგ მაქს მალოუენს გაჰყვა ცოლად.

1944 წელს კოალიციის ჯარებიდან ამერიკული შენაერთი პირველი შევიდა გერმანიის ტერიტორიაზე.

1962 წელს ბითლზმა მისი პირველი სინგლი ჩაწერა Love Me Do/P.S I Love You.

1973 წელს ჩილეში სახელმწიფო გაატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში პინოჩეტი მოვიდა. პრეზიდენტმა ალიენდემ თავი მოიკლა.

1886 წელს პოლონეთში ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.

1988 წელს ესტონეთში ესტონური სახელმწიფო ენად გამოცხადდა.

1990 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსმა ქუვეითის კრიზისის თაობაზე სატელევიზიო გამოსვლისას პირველად გამოიყენა ტერმინი "ახალი მსოფლიო წესრიგი".

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე ტერორისტული აქტი განხოციელდა.

2002 წელს 11 სექტემბერს ავიაბილეთებზე დაბალი მოთხოვნის გამო გადაიდო 3000 რეისი. ბევრმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ უარი განაცხადა რეკლამის განთავსებაზე მედიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #11სექტემბერი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.