გართობა
1 მაისი - შროშანებისა და პრემიერების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

1 მაისს ჰავაის კუნძულებზე ლეის ანუ ჰავაის ცეკვების დღე აღინიშნება.

რუსეთსა და უკრაინაში შრომის დღე, აშშ-ში -სამართლის, ლიოალობისა და ბავშვთა ჯანდაცვის დღე.

საფრანგეთში კი შროშანების დღესასწაული აღინიშნება.

1 მაისს საინტერესო ამბავი მოხდა ძველ რომში. 305 წელს რომაელმა მმართველებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ უარი თქვეს ძალაუფლებაზე.

1006 წელს კი დაიბადა ახალი ვარსკვლავი N 1006 მგლის გალაქტიკაში. დედამიწაზე მისი ნათება 1 მაისს დაფიქსირდა.

1328 წელს მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად ინგლისმა სცნო შოტლანდიის დამოუკიდებლობა.

1707 წელს კი შოტლანდია ისევ უკან დაბრუნდა თუ დააბრუნეს ინგლისთან, რითაც საფუძველი ჩაეყარა გაერთიანებული სამეფოს დაფუძნებას.

1682 წელს ლუდოვიკო XIV-მ ოფიციალურად გახსნა პარიზის ობსერვატორია.

1776 წელს ადამ ვაისჰაუფტმა ბავარიაში დააფუძნა ილუმიანტების საიდუმლო ორგანიზაცია.

1786 წლის 1 მაისს ვენაში მოცარტის "ფიგაროს ქორწინების" პრემიერა შედგა.

1836 წელს სანკტ -პეტერბურგში კი გოგოლის "რევიზორის" პემიერა გაიმართა.

1884 წელს ჩიკაგოში დაიწყო პირველი ცათამბჯენის შენება.

1885 წელს ოტავაში პირველი ელექტრონული ფარნები აინთო.

მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა 1886 წელს 1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის დღედ გამოაცხადა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით უნდა გამართულიყო.

1899 წელს პირველად გამოვიდა გაყიდვაში ასპირინი.

1933 წელს ბრიტანეთსა და ინდოეთში შორის სატელეფონო კავშირი დამყარდა.

1940 წელს გაუქმდა ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო.

1948 წელს ბირმინგემში, ალაბამას შტატში დააპატიმრეს სენატორი, რომელმაც სცადა იმ კარში გასულიყო, სადაც ეწერა "შავკანიანებითვის".

1978 წელს პირველად მსოფლიოში იაპონელმა ნიომი უამურამ ძაღლების მარხილით მარტომ მაიღწია ჩრდილოეთ პოლუსამდე ამისთვის მას 54 დღე დასჭირდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #1 მაისი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.