გართობა
28 აპრილი - შრომისა და ომის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

28 აპრილი შრომის დაცვის საერთაშორისო დღეა.

თუმცა წარსულში მომხდარი ფაქტები ადამიანების შრომაზე მეტად ომების ისტორიებს ყვებიან. 
მაგალითად, 1503 წლის 28 აპრილს ფრანგებსა და ესპანელებს შორის გამართულ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტყვია- წამალი.

1599 წლის 28 აპრილს დაკანონდა ერთი სალოცავი წიგნი ინგლისის ყველა ეკლესითვის. და ეს საქმე არც მეტი არც ნაკლები ინგლისის პარლამენტმა გადაწყვიტა.

1686 წელს ისააკ ნიუტონმა სამეფო საზოგადოებას წარუდგინა მისი მონუმენტური ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები".
1788 წელს მერილენდი საკუთარი ნებით გახდა აშშ-ს მე-7 შტატი.

სამაგიეროდ, 1799 წელს რუსეთის ჯარებმა ძალის გამოყენებით აიღეს მილანი.

1848 წელს მიხეილ სალტიკოვ- შედრინი გადაასახლეს.

1852 წელს კი დაიჭრეს ტურგენევი გოგოლზე გამოქვეყნეული სტატიისთვის.

1908 წელს დაფუძნდა ესპერანტროს მსოფლიო ასოციაცია.

1914 წელს აშშ-ში დააპატენტეს საჰაერო კონდიციონერი.

1930 წელს პირველად აშშ-ს ისტორიაში ემიგრაციის მაჩვენებელმა გადააჭარბა იმიგრანტების შემოსვლის მაჩვენებლებს. ეს აიხსნებოდა ეკონომიკური კრიზისითა და კანონების გამკაცრებით

1939 წელს ჰიტლერმა დენონსაცია მოახდინა თავდაუსხმელობის შესახებ გერმანია-პოლონეთის ხელშეკრულებას, ასევე გააბათილა ანგლო-გერმანული შეთანხმება საზღვაო უსაფრთხოების შესახებ.

ამის გამო პასუხი აგო ოღონს 6 წლის შემდეგ. 1945 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარებმა რეიხსტაგის შტურმი მოახდინეს.
იტალიაში კი სიკვდილით დასახჯეს ბენიტო მუსლინი და მისი საყვარელი.

1953 წელს დააპატიმრეს ვასილ სტალინი.

1967 წელს კასიუს კლეის კრივის ტურნირებში მონაწილეობის უფლება წაერთვა მისი უარის გამო - ემსახურა ამერიკის არმიაში.

1968 წელს ნიუ- იორკში შედგა მილოშ ფორმანის მიუზიკლის "თმების" პრემიერა.

ამავე წელს რუსეთიში ლეონიდ გაიდაის ფილმის "ბრილიანტის ხელის" პრემიერა გაიმართა.

1969 წელს შარლ დე გოლი საკუთარი ნებით გადადგა.

2001 წლის 28 აპრილს პირველმა კოსმოსურმა ტურისტმა დენის ტიტომ იმოგზაურა ჩვენს გალაქტიკაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #28 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.