გართობა
26 აპრილი - მეტეორების ფრაგმენტების ჩამოცვენის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო დღეა.

სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ ეროვნული გმირის, მშობლიური ენისა და ერთობის დღეს.

სამაგიეროდ არამგონია სადმე ვინმე აღნიშნავდეს ძველი წელთაღრიცხვით 1457 წელს გამართული მეგიდოს ბრძოლის დღეს. თურმე ამ დღეს ფარაონ ტუტმოს III-ის ჯარმა გაანადგურა ჩრდილოეთ სირიისა და პალესტინის კოალიციური ჯარები.

დიდად არც ფლორენციელებეს უნდა ეამაყებოდეთ 1478 წლის 26 აპრილი. ამ დღეს პაცის შეთქმულების შედეგად ფლორენციაში დაჭრეს ლორენცო მედიჩი და მოკლეს მისი ძმა ჯულიანო.

1607 წლის 26 აპრილს ჰენრის კონცხზე ჩამოვიდნენ პირველი ინგლისელი ახალმოსახლეები.

1793 წლის 26 აპრილს კი 13 წლის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ბონის სამეფო ორკესტრში მიიღეს მუსიკოსად.

მეტეორის ათასობით ფრაგმენტი ჩამოცვივდა ქალაქ ლეგლში 1803 წელს. აღნიშნულმა ფაქტმა დაარწმუნა მეცნიერები მეტეორების არსებობაში.

1912 წელს შეიქმნა პირველი მულტიპლიკაციური ფილმი.

1921 წლის 26 აპრილს ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა პოლიციის პატრული, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

1964 წლის 26 აპრილს Rolling Stones გამოუშვა პირველი ალბომი.

1986 წელს უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ავარია მოხდა.

ხოლო 1999 წელს კომპიუტერუმა ვირუსმა "ჩერნობილმა" მილიონამდე კომპიუტერი დააზიანა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #26 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.