გართობა
13 აპრილი - სასიხარულო გადაწყვეტილებების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


13 აპრილი როკ-ნ-როლის მსოფლიო დღეა.

13 აპრილს თომას ჯეფერსონის დაბადების დღეცაა. დღეს ამერიკელებს ბევრი მიზეზი აქვთ საზეიმოდ.

საზეიმო დღე არის ტაილანდსა და ნეპალშიც. აქ 13 აპრილს ახალ წელს აღნიშნავენ.

13 აპრილი სიხარულის დღე ყოფილა ჰენრი V- სთვის. 1111 წლის 13 აპრილს იგი წმინდა რომის იმპერიის გვირგვინოსან იმპერატორად აკურთხეს.

დიდი დღე გაუთენდათ 1598 წლის 13 აპრილს ფრანგ ჰუგენოტებს. მეფე ჰენრი IV-მ ნანტის ედიქტის საფუძველზე უფლება მისცა ჰუგენოტებს სადაც გინდათ იქ ილოცეთო. ამ ედიქტით დასრულდა რელიგიური ომები საფრანგეთში.

1814 წელს 13 წლის კარლ ვიტემ მიიღო ფილოსოოფიის დოქტორის წოდება. იგი დღემდე ყველაზე ახალგაზრდა დოქტორად ითვლება ისტორიაში.

რწმენის თავისუფლება მისცეს ინგლისელ კათოლიკებსაც. 1829 წლის 13 აპრილს ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით კათოლიკების დევნა-შევიწროება შეწყდა.

1923 წლის 13 აპრილს ლონდონში უემბლის სტადიონი გაიხსნა.

1967 წლის 13 აპრილს დიდი დღე გაუთენდა როკის მოყვარულებს და არა მარტო მათ, საბჭოთა ბანაკის ქვეყანაში. ვარშავაში The Rolling Stones-ის კონცერტი გიმართა.

1970 წლის 13 აპრილს კოსმოსში „აპოლო 13“ აფეთქდა., თუმცა მშვიდობით დაბრუნდა დედამიწაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #13 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.