გართობა
12 აპრილი - ფრენის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


12 აპრილი ადამიანის კოსმოსში პირველად გასვლისა და ზოგადად, ავიაციისა და კოსმონავტიკის მსოფლიო დღე. 12 აპრილს ამერიკაშიც აღნიშნავენ და „იურის ღამეს“ ეძახიან - პირველი ასტრონავტის იური გაგარინის საპატივცემულოდ. მოკლედ, 12 აპრილი ყველას დღეა,  ვისაც ფრენა უყვარს, თუნდაც სიზმარში.

სიზმრები კარგი ქონდა ემელია პუგაჩევს, თუმცა რეალობა აღმოჩნდა მწარე. 1774 წელს გოლიცინის არმიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა პუგაჩევის რაზმებს.

კარგი დღე არც ფრანგულ ფლოტს დაადგა. 1782 წლის 10 აპრილს ინგლისის ფლოტმა ფრანგები დაამარცხა ვესტ-ინდოეთში.

1815 წელს ვულკანი ტამბორას ამოფრქვევამ კუნძული სუმბავაზე დიდი კატასტროფები გამოიწვია. ამოფრქვევა დაიწყო 5 აპრილს და 10 აპრილს კულმინაციას მიაღწია 10 000 ადამიანი მაშინვე დაიღუპა. 80 ათასი მოგვაიანებით -  ცუნამისა და შიმშილის ნიადაგზე.

1861 წელს კონფედერატებმა ფორტი სამტერის დაბომბვა დაიწყეს და ამით დაიწყო სამოქალაქო ომი აშშ-ში.

1881 წელს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ რუსეთში თავისუფალი შესვლისა  ა გამოსვლის შესახებ ბრძანება გასცა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას მოაწერა ხელი.

1903 წელს ლონდონში გამოვიდა პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი შინაგანი წვის ძრავით.

1918 წელს რუსეთში ჟანდარმერია ანარქისტების 26 საიდუმლო შტაბს ერთდროულად დაესხაა თავს და სრულიად განაიარაღა.

1988 წელს პატენტების ბიურომ დააპატენტა ცხოველი - ლაბორატორიული თაგვი, რომელიც გენური ინჟინერიით უკეთესი გახდა.

"1992 წელის 12 აპრილს პარიზში "დისნეი ლენდი" გაიხსნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #12 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.