გართობა
5 აპრილი ველოსიპედის გამოგონებისა და კვანტური თეორიის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



5 აპრილი სუპის საერთაშორისო დღეაო. თუმცა, ახსნილი არაა რა შუაშია სუპი, რატომ უნდა აღინიშნებოდეს მისი დღე და ბოლოსდაბოლოს კონკრეტულად რომელ სუპზეა საუბარი.

სანამ სუპის რაობაში გავერკვევით, მანამდე შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა მოვლენები რომლებიც 5 აპრილს მოხდა. მაგალითად, ჩვ.წ.აღ-მდე 56 წლის 5 აპრილს ლუკში პირველმა რომაულმა ტრიუმვირატმა ცეზარმა, კრასმა და პომპეიმ ერთანეთში ძალაუფლება გაიყვეს.

5 აპრილი ირლანდილებისთვის დიდი დღე შეიქნა. 456 წლის 5 აპრილს წმინდა პატრიკი ირლანდიაში ჩავიდა, როგორც მისიონერი.

აღმოჩნდა, რომ კაცობრიობამ ისე წაიყვანა მისი ისტორია 5 აპრილი სულ ომების და დიდი შეტევების დღე გახდა, სადაც არაბები, გერმანელები, რუსები და თურქები განუწყვეტლივ იარაღს აჟღრიალებდნენ.

ამ ომებმა ისე დაღალა ჰოლანდიელი მოგზაური იან ვან რიბეკი, რომ 1652 წლის 5 აპრილს როდესაც სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ კონცხს მიადგა მას მაშინვე მშვიდობიანი სახელი კეთილი იმედის კონცხი უწოდა.

1 722 წლის 5 აპრილს მეორე ჰოლანდიემა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა მიწა, რომელსაც აღდგომის კუნძული დაარქვა.

1772 წელს პარიზის პარლამენტმა უარი უთხრა ფრანგ დრამატურგ პიერ ბომარშეს იმ მემკვიდრეობის გადაცემაზე, რომელიც მისმა კომპანიონმა დაუტოვა. ასე დატოვა საფრანგეთის მთავრობამ ბომარშე ცარიელ-ტარიელი.

1792 წლის 5 აპრილს ვაშინგტონმა გამოიყენა პირველი ვეტო აშშ-ს ისტორიაში.

1793 წლის 5 აპრილს იაკობინელთა კლუბის თავმჯდომარედ ჟან- პოლ მარატი აირჩიეს. 

1794 წლის 5 აპრილს კი რობესპიერის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს იაკობინელთა ბელადები დანტონი, დემულენი და სხვები.

1815 წელს ვულკან ტამბორის ამოფრქვევა დაიწყო. კუნძულ სუმბაზაზე ინდონეზიაში. ლავამ და ფერფლმა მოიცვა 180 კუბური კილომეტრი ეს იყო კაცობრიობის იტორიაში ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ყველაზე დიდი კატასტროფა. დაიღუპა 92 ათასი ადამიანი.

კატასტროფების გარდა კარგი ამბებიც მოხდა 5 აპრილს. 1818 წელს პარიზში პირველად იხილა საზოგადიებამ ორბორბლიანი მოძრავი საშუალება კარლ დე დრეზმა ველოსიპედის წინაპარი.

ნილს ბორმა გამოაქვეყნა სტატიები ატომებიია და მოლეკულების წყობის შესახებ რითაც სათავე დაუდო კვანტურ თეორიას.
1943 წელს ბრაზილიის ნაპირებთან მეთევზეებმა ზღვიდან ამოიყვანეს ინგლისელი მოგზაური პუნ ლიმი, რომელმაც ოკეანეში რეკორდული დრო 133 დღე გაატარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #5 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.