გართობა
3 აპრილი - დაბნეულებისა და მდიდრების ტირილის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


3 აპრილი დაბნეული ადამიანების დღეა. აი, მაგალირად, კოლუმბი.

1502 წლის 3 აპრილს ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია დაიწყო. კოლუმბი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებს აკეთებს. თუმცა,  ჯერ კიდევ ვერ ხვდება მათ მასშტაბებს და თავი ისვე ინდოეთში გონია.

სამაგიეროდ, ბულგარეთში მიხვდნენ, რომ დედაქალაქად სხვა ქალაქი ჭირდებოდათ და 1879 წლის 3 აპრილს სოფია ბულგარეთის დედაქალაქად გამოაცხადეს.

1896 წელს მილანში დაარსდა სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა გახდა მთელ ევროპაში.

1905 წლის 3 აპრილს კი, არგენტინაში საფეხბურთო კლუბი "ბოკა ხუნიორსი" დაარსდა.

1911 წლის 3 აპრილს საყოველთაო აღწერა მოხდა დიდ ბრიტანეთში და 45 216 665 მცხოვრები დაფიქსირდა.

1922 წლის 3 აპრილს იოსებ სტალინი, ძალიან დაბნეულმა ხალხმა, სსრკ-ს გენერალურ მდივნად აირჩია.

1928 წლის 3 აპრილს "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხელნაწერი 75 260 დოლარად გაიყიდა.

1933 წლის 3 აპრილს კი თვითმფრინავმა პირველად გადაუფრინა ევერესტს (კოლუმბის არ იყოს როგორც ჩანს ეს პილოტიც დაბნეული იყო)  და თავადაც ვერ გაიგო ისე აღმოჩნდა ევერესტის თავზე.

1967 წლის 3 აპრილს "კავკასიელი ტყვე ქალის" პრემიერა გაიმართა.

1968 წლის3 აპრილს კი აშშ-ში სტენლი კუბრიკის "კოსმოსური ოდისეა" უჩვენეს პირველად.

1972 წლის 3 აპრილს ჩარლი ჩაპლინი 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაბრუნდა აშშ-ში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი 1987 წლის 3 აპრილს სიგარეტის მოწევა აითვალწუნა და ჯანმრთელობისთვის საშიშად გამოაცხადა.

ცუდად წაუვიდა საქმე ბილ გეტსსაც მან 2000 წლის 3 აპრილს Microsoft-ის აქციების მკვეთრი ვარდნის გამო, ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარი დაკარგა.

მოკლედ, მდიდრებიც ტირიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #3 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.