გართობა
1 აპრილი - იუმორისა და მიხვედრილობის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

1 აპრილი სიცილის დღეა, ამ დღეს ერთნაირი იუმორი აღმოაჩნდათ საქართველოს, აშშ-ს, კანადას, ინგლისს, რუსეთს, ფინეთს, ბალტიის ქვეყნებს და ესპანეთს. სწორედ, ამ ქვეყნებში ასოცირდება პირველ აპრილთან იუმორი და ტყუილი. 

სანამ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში ერთმანეთს ატყუებენ. იაპონიაში ცეკვით ერთობიან. 1 აპრილი იაპონიაში მიაკო ოდორის ანუ გაზაფხულის ცეკვის ფესტივალის დღეა.

1778 წლის 1 აპრილს ოლივერ პოლლოკმა ახალი ორლეანიდან გამოიგონა დოლარის ნიშანი $.

1803 წლის 1 აპრილს საფრანგეთის მთავრობას საერთოდ არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა, ამიტომ ძალიან სერიოზულად მიუდგა ადამიანის სახელებს. მთავრობამ აკრძალა ბავშვებისთვის იმ სახელების დარქმევა, რაც კალენდარში არ წერია.

1853 წელს ერთადერთი ცინცინატის მერია მიხვდა, რომ მეხანძრეებს სისტემატურად უნდა უხადოს ხელფასი.

მიხვედრილობით გამოირჩა ინგლისური გაზეთი "თაიმსის" რედაქცია, მათ 1875 წლის პირველი აპრილიდან რეგულარულად დაიწყეს ამინდის პროგნოზის ბეჭდვა.

1889 წელს ჩიკაგოში პირველად გამოიყენეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

1890 წლის 1 აპრილს ბელგიელმა ემიგრანტმა დააპატენტა გამოგონება, რომელსაც ტროლეიბუსი უწოდა.

1891 წელს პოლ გოგენიც მიხვდარომ  რაღაც უნდა შეეცვალა მის ცხოვრებაში, ამიტომ 1 აპრილს მარსელიდან ტაიტიზე გაემგზვრა.

1924 წელს ანტუან დე სენტ ეგზიუპერიმ დაბეჭდა პირველი მოთხრობა "მფრინავი".

1940 ნიუ ჯერსიში პირველად გამოიყენეს ელექტრონული მიკროსკოპი.

1978 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა კი, სრულიად სერიოზულად დააფუძნეს Apple Computer Company

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #1 აპრილი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.