გართობა
24 მარტი - დიდი აღმოჩენის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ
.


24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

24 მარტი ომების დღეც არის. ეს დღე სხვადასხვა საუკუნეებში მეფეთა აქტიურობით გამოირჩევა დაპყრობისა და მითვისების საკითხებში.

1084 წლის 24 მარტს გერმანიის მეფე ჰენრი V-ემ დაიპყრო რომი.

1155 წლის 24 მარტს კი იური დოლგორუკმა დაიპყრო კიევი.

1603 წელს შოტლანდიის მეფემ იაკობ I-მა ინგლისის ტახტზე ელისაბედ პირველი შეცვალა. საამისოდ დიდი თხოვნები არ დაჭირვებია.

განსხვავებით შოტრალნდიელი იაკობისგან, რუსმა მიხეილ რომანოვმა დიდი ხვეწნის შემდეგ მიიღო წინადადება გამხდარიყო რუსეთის მეფე. 1613 წელს მოხდა ეს ფაქტი.

1753 წლის 24 მარტს რუსეთის იმპერიაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

თუმცა ამან არ უშველა პავლე I-ს. 1801 წლის 24 მარტს ზემოთაღნიშნული მეფე მიხაილოვის სასახლეში მოკლეს.

ამასობაში მსოფლიო სხვა რელსებზე გადავიდა. 1802 წლის 24 მარტს ინგლისელმა გამომგონებელმა რიჩარდ ტრევიტიკმა ორთქმავალის გამოგონებაზე მიიღო პატენტი.

საფრანგეთის საკანონმდებლო კორპუსის 1804 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით კი დამტკიცდა, რომ კორპუსის დარბაზში ბონაპარტეს ძეგლი აღემართათ.

სანამ მეფეები და იმპერატორები პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, მეცნიერები კაცობრიობაზე ფიქრობდნენ. 1882 წლის 24 მარტს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა გამოაცხადა ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირების აღმოჩენის შესახებ. ერთი წლის შემდეგ ქოლერის გამომწვევსაც მიაგნო. გულაჩუყებულმა ნობელის პრემიის გადამცემმა კომიტეტმა ამ აღმოჩენებისთვის კოხს 1905 წელს ნობელის პრემია მიანიჭა.

ადამიანების გადამრჩენი მთელი ეს გამოგონებები წყალში ჩაყარა ადოლფ ჰიტლერმა და 1933 წლის 24 მარტს გერმანია მესამე რეიხად და წმინდა რომის იმპერიის მემკვიდრედ გამოაცხადა. მისი აზრით მესამე რეიხს ათასი წელი უნდა ეარსება.

ჰიტლერისგან განსხვავებით ომსა და გამანადგურებელ იარაღზე უარი თქვეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 1993 წელს პრეზიდენტმა ფრედერიკ დე კლერკმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შეიქმნა 6 ატომური ბომბი, მაგრამ განადგურდა 1989 წელს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #24 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.