გართობა
23 მარტი - მეტეოროლოგებისა და განკვეთა/შერიგებების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

23 მარტი მეტეოროლოგების დღეა. ეს პროფესია კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება გლობალური დათბობის პირობებში, როდესაც აპრილში თოვლს და ზამთარში 30 გრადუს სითბოს უნდა ელოდე. სამსახურიდან გამოსულმა კი, ზუსტად იცოდე სახლში შენით წახვალ თუ ქარი წაგიღებს.

შუა საუკუნეებში მეტეოროლოგების პროგნოზებზე მეტად რომის პაპის გადაწყვეტილებები აინტერესებდათ. რომის პაპმაც არ დააყოვნა და 1324 წლის 23 მარტს მოახსენა იმპერატორ ლუდვიგ ბავარიელს თუ რა აზრისაც ბრძანდებოდა მასზე. აღნიშნულ დღეს,  რომის პაპმა ეკლესიიდან განკვეთა იმპერატორი ლუდვიგ ბავარიელი.

განკვეთას გადაურჩა ჰენდელი. 1743 წლის 23 მარტს ლონდონში პირველად შესრულდა ჰენდელის ორატორია "მესია".

1841 წლის 23 მარტს რიჩარდ ბირდმა გახსნა ევროპაში პირველი ფოტოატელიე. თუმცა ამერიკამ, ერთი წლით დაასწრო ევროპას.

1848 წლის 23 მარტს უნგრეთმა ავსტრიიდან გამოყოფის შესახებ განაცხადა.

1876 წლის 23 მარტს კი იაბლოჩოვმა ელექტრონული ნათურა დააპატენტა.

სხვადასხვა დენომინაციების და ეკლესიების წამომადგენლები დიდი ბუტიაობით გამოირჩევიან. საუკუნეობით არ ივიწყებენ წყენას. თუმცა ბოლოს მაინც რიგდებიან. 1966 წლის 23 მარტს რომის პაპი 400 წლის განმავლობაში პირველად შეხვდა კენტერბერიის არქიეპისკოპოსს.

2001 წლის 23 მარტს არ გაუმართლა ორბიტალური სადგურ "мир"-ს. იგი წყნარ ოკეანეში, ფიჯის კუნძულებთან ჩავარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #23 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.