გართობა
22 მარტი - ტაქსისტებისა და მრავალცოლიანობის აკრძალვის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


22 მარტს ბალტიის ზღვისა და წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა. იმდენი წყალია დედამიწაზე უსამართლობა იქნებოდა მისი სახელობის დღე არ არსებობდეს. ჰოდა, სამართლიანობის აღდგენის მიზნით გაერომ წყალს, მტკნარსაც და მარილიანსაც, თავისი დღე დაუწესა.

დღეს დიდი დღეა ტაქსისტებისთვის. 22 მარტი ტაქსისტების საერთაშორისო დღეა. თუმცა, საეჭვოა საქართველოში რომელიმე ტაქსისტმა ეს იცოდეს, მიუხედავად მათი დიდი კომპეტენციისა პოლიტიკის, ეკონომიკისა და საბუნებისმეტყველო საკითხებში.

22 მარტი არც თუ კარგი დღე იყო ტამპლიერების ორდენისთვის. 1312 წლის 22 მარტს საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზის მოთხოვნით რომის პაპმა კლიმენტ V-მ დაშალა და გააუქმა ტამპლიერების ორდენი. ორდენის ქონება გადავიდა სხვა ორდენების საკუთრებაში, დანარჩენის კონფისკაცია სახელმწიფომ მოახდინა.

1633 წლის 22 მარტს გალილეო გალილეიმ მუხლებზე დაჩოქილმა უარყო მისი სამეცნიერო აღმოჩენები და რწმენა-წარმოდგენები სამყაროზე. თანაც სწორედ იმ ადგილას, სადაც ჯორდანო ბრუნომ სიკვდილის განაჩენი მოისმინა. ამის შემდეგ რომის პაპმა განაჩენი შეცვალა, მეცნიერი ციხეში გამოკეტვის ნაცვლად მედიჩის ვილაში მიაბრძანეს, სადაც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოუწია ცხოვრება.

1634 წლის 22 მარტს რემბრანდტი ქორწინედება მის სახელოვან სასკიაზე, რომელიც თავად გახადა სახელოვანი.

1772 წლის 22 მარტს ინგლისში პროგრესულ ნაბიჯს დგამენ და მონობას უკანონობად აცხადებენ.

1848 წლის 22 მარტს ვენეცია დამოუკიდებლობას აცხადებს.

სანამ ინგლისსა და ვენეციაში თავისუფლებისთვის ბრძოლობენ 1841 წლის 22 მარტს აშშ-ში პატენტდება კრახმალის წარმოება.

ამერიკაში უფრო შორს მიდიან და 1882 წლის 22 მარტს ამერიკის კონგრესი ოფიციალურად კრძალავს მრავალცოლიანობას.

22 მარტს ისტორიაში ინგლისი განსაკუთრებით აქტიურობს:
1888 წელს ინგლისში 12 საფეხბურთო კლუბი ინგლისის საფეხბურთო ლიგას აარსებს.

1904 წლის 22 მარტს ინგლისის გაზეთში პირველად ქვეყნდება ფერადი ფოტო.

1907 წელს ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა პირველი ტაქსი მრიცხველით, რამაც ბოლო მოუღო ტაქსისტებისა და პასაჟირების კამათს ფასის თაობაზე.

ამასობაში 1935 წლის 22 მარტს სპარსეთს ოფიციალურად ირანი დაერქვა.

1963 წელს ბითლზი უშვებს ალბომს Please Please Me, რომელიც მაშინვე იკავებს ლიდერობს ჰიტ -აღლუმებში და დიდხანს ინარჩუნებს ამ პოზიციას.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #22 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.