გართობა
21 მარტი - ჟურნალისტიკის, დაუნის სინდრომის, პოეზიის და ათობით სხვა მოვლენის დღე
FaceBook
21 მარტს ექვსი საერთაშორისო და 13 ნაციონალური დღე აღინიშნება. ფაქტობრივად ყველაფერი იზეიმება, რისი ზეიმიც შეიძლებოდა. იქამდე ახალი წელიც. 21 მარტი ნოვრუზის (ახალი წლის) დღესასწაულია, რომელიც აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

ამასთან ერთად 21 მარტს ტყეების, რასისტული დისკრიმიანციის წინააღმდეგ ბრძოლის, თოჯინების თეატრის, ადამიანების დაუნის სინდრომით და პოეზიის დღეც აღინიშნება.

პოეტები იუნესკოს გაახსენდა და მათთვის არც თუ ცუდი დღე გაიმეტა გრიგორიანულ კალენდარში.

სხვადასხვა ქვეყნებში ზეიმობენ ხეების დარგვის, გაზაფხულის, საქართველოში კი ქართული ჟურნალისტიკისა და მესაზღვრის დღესაც.

21 მარტს აღინიშნება ვიღაც სულთნის დღე, ასევე სკოლის გამცდენების და "შატალოს ფუძემდებლების", სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდებისა და ადამიანის უფლებების დღე.

21 მარტი კოცონზე დაწვის დღეც ყოფილა ტომას კრანმერისთვის. 1556 წლის 21 მარტს ოქსფორდში კოცონზე დაწვეს ეპისკოპოსი ტომას კრანმერი, რომელმაც ბიბლია ინგლისურ ენაზე თარგმნა. ეპისკოპოსი, როგორც ჩანს, „ რატომ კარგად გითარგმნიას“ მოტივით დაწვეს.

1666 წლის 21 მარტს კანადის მოსახლეობის აღწერა მოხდა, აღმოჩნდა, რომ მაშინდელ კანადაში სულ რაღაც 3000 ადამიანი ცხოვრობდა.

1804 წელს საფრანგეთში ნაპოლეონის კოდექსი მიიღეს.

სანამ ფრანგები კოდექსის ავ-კარგიანობას არკვევდნენ 1880 წლის 21 მარტს ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული დებიუტი შედგა და პირველად დაიბეჭდა მისი მოთხრობა გაზეთში.

1922 წლის 21 მარტს ლონდონში ლეგენდარული ვატერლოოს სადგური გაიხსნა.

1923 წელს პარიზში გამოვიდა ვინმე დოქტორი როჟე, რომელმაც განაცხადა, რომ მოწევა სასაგებლოა, რადგან ანტიბაქტერიულ თვისებას შეიცავსო. ბატონ როჟეს ალბათ, გული გაუსკდებოდა დღევანდელი სიგარეტის კოლოფებზე დატანილი წარწერები რომ ენახა.

1943 წლის 21 მარტს პარიზში ეკზგუმაცია მოახდინეს ვინმე კატერინა ლაბურის ნეშტის. რომელიც 67 წლის წინ იყო გარდაცვლილი. ნეშთი უხრწნელი აღმოჩნდა. წმინდა გაბრიელის უხრწნელ ნეშთს კონკურენტი ყოლია საფრანგეთში.

1946 წელს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინა გაიხსნა.

1963 წელს ამერიკაში მაღალი სიჩქარის თვითმფრინავიდან პირველად მოახდინა კატაპულტირება ცოცხალმა არსებამ, იგი დათვი გახლდათ. თვითმფრინავი 1400 კმ.სთ. სიჩქარით მოძრაობდა 10 კილომეტრის სიმაღლეზე. დათვი კატაპულტირებიდან 7 წუთსა და 47 წამში დაეშვა დედამიწაზე ცოცხალი და ჯანმრთელი.

1999 წლის 21 მარტს ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდნენ სახლში მოგზაურები ბერტრან პიკარმა და ბრაიან ჯონსი. მათ დედამიწას საჰაერო ბურთით შემოუფრინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.