გართობა
19 მარტი - ბანკის გაქურდვის და ბელადის ნეშთის დახვრეტის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ

იტალია, მალტა და ლიხტენშტენი 19 მარტს წმინდა იოსების დღეს აღნიშნავენ.

წმინდა იოსების დღის აღნიშვნის პარალელურად, იტალიაში, კერძოდ ვენეციაში „სიამაყის“ დღესაც ზეიმობენ. სიამაყეს იმის გამო, რომ ვენეციაში 1474 წელს პირველად მოაფიქრდათ რა მნიშვნელოვანი უფლებაა საავტორო უფლება და მისი დაცვის გარანტია კანონით შექმნეს. მოკლედ 19 მარტს ვენეციაში მიიღეს კანონი, რომელიც გამოგონებებს, სხვანაირად რომ ვთქვათ საავტორო უფლებებს იცავდა.

1682 წლის 19 მარტს რომის პაპს ჩამოართვეს მყარი უფლებები მეფეთა გადაყენება -გადმოყენების საკითხში. საეკლესიო სხდომამ გადაწყვოტა, რომ პაპებმა საკმარისად გააფუჭეს საქმე, ამიტომ შეუმცირეს უფლებები უმაღლეს საერო პირებთან მიმართებაში.

1823 წელს გაუქმდა პირველი მექსიკური იმპერია.

1831 წელს კი პირველად გაქურდეს ბანკი აშშ-ში.City Bank of New York -ი იმიგრანტმა ედვარდ სმიტმა დააყაჩაღა და მოიპარა 240 ათასი დოლარი, რაც მაშინდელი კურსით უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა. მოგვიანებით მძარცველი დაიჭირეს, ნაწილი დააბრუმებინეს და მეორე ნაწილი როგორ დაებრუნებინა ამის მოსაფიქრებლად 5 წლით ციხეში უკრეს თავი.

სმიტს ფული და ოქრო ბანკში ეგულებოდა, აი , ვაშინგტონელი ყასაბი კი მას უჩვეულო ადგილას გადააწყდა. 1927 წლის 19 მარტს ვაშინგტონში ყასაბმა წიწილას მუცელში 4 თვითნაბადი ოქრო აღმოაჩინა.

სანამ ყასაბი გონს მოვიდოდა, მანამ მოსკოვში მოხდა უჩვეულო რამ. 1934 წლის 19 მარტს კოლმეურნე მიტროფან ნიკიტინმა ლენინის ნეშტს ცეცხლი გაუხსნა მავზოლეუმში. ამ ბელადებს ხომ სიკვდილის მერეც არა აქვთ მოსვენება.

ამასობაში ტელევიზორის ერა დადგა და 1953 წლის 19 მარტს "ოსკარების" ცერემონია პირველად უჩვენეს ტელევიზორით.

მალე მსოფლიოში ევროკავშირის ერაც დადგა.1958 წლის 19 მარტს სტამბულში ევროპარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #19 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.