გართობა
18 მარტი - „ცნობისმოყვარე“ ასტეროიდის, ოპიუმისა და ტენოჩტიტლანის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ


18 მარტი პარიზის კომუნის დღეა.

კომუნამდე დიქტატორები აქტიურობდნენ. მაგალითად, ჩვ.წ.აღ-ის 37 წლის 18 მარტს მძიმე დროება დაუდგა რომს. იქ კალიგულას მმართველობა დაიწყო.

შუასაუკუნეებში ჯვაროსნები აქტიურობდნენ. 1229 წლის 18 მარტს ჯვაროსნებმა აღადგინეს იერუსალიმის სამეფო.

1314 წელს პაპმა გამოიჩინა თავი და სასამართლო მოაწყო. გაასამართლეს დიდი მაგისტრი ჟაკ მოლე და სხვა ტამპლიერები, რომლებიც ამ სასამართლოს 7 წელი ელოდნენ. ტამპლიერებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ჟაკ მოლე კი კოცონზე  დაწვეს.

1325 წელს დაარსდა მსოფლიოში ყველაზე რთულადგამოსათქმელი სახელის ქალაქი- ტენოჩტიტლანი, რომელიც საბოლოოდ აცტეკების იმპერიის დედაქალაქი გახდა.

1662 წელს პარიზში პირველად ამოქმედდა საზოგადოებრიცი ტრანსპორტი - 8 ადგილიანი კარეტა "ომნიბუსის სახელწოდებით",  რაც "ტრანსპორტი ყველასთვის" ნიშნავდა.

1839 წელს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირველი მაგალითი განხორციელდა ჩინეთში. ამ ქვეყანამ აკრძალა მის ტერიტორიაზე ოპიუმის შემოტანა, რაც იქცა ოპიუმის პირველი ომის მიზეზად.

1891 წლის 18 მარტს გაჩნდა პირველი სატელეფონო კავშირი - ლონდონი- პარიზი.

1898 წლის 18 მარტს კი გერმანელმა გამომგონებელმა რუდოლფ დიზელმა განახორციელა დასამახსოვრებელი რამ. მან შიდაწვის მანქანა გამოიგონა.

თუმცა, ის რაც იაპონიამ განახორციელა სცილდება ყველა ქვეყნის და ხალხის არაჰუმანური საქციელების თითქმის ყველა გამოვლინებას. 1945 წლის 18 მარტს იაპონიამ დახურა ყველა სკოლა და 6 წელს ზემოთ ყველა ბავშვი სამხედრო სამსახურში გაიწვია.

ამავე წელს, ანგლო-ამერიკულმა ავიაციამ მოაწყო ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა ბერლინზე. 1300 ბომბდამშენი რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა მესამე რეიხის დედაქალაქს.

1949 წელს დაარსდა ნატო(ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი).

1965 წელს საბჭოთა კოსმონავტი პირველად გავიდა ღია კოსმოსში. 30 წლის მაიორი ალექსეი ლეონოვი 23 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა კოსმოსური ხომალდიდან 1 მეტრის დაცილებით, ვაკუუმმა მისი სკაფანდრის ზომები გაზარდა და კოსმონავტს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ასტრონავტებმა მოახერხეს გამკლავება და მშვიდობიანად დაბრუნება დედამიწაზე.

2004 წლის 18 მარტს დედამიწას ყველაზე "ცნობისმოყვარე" ასტეროიდი მოუახლოვდა. იგი ყველაზე ახლოს მოვიდა დედამიწასთან.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #18 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.