გართობა
15 მარტი - პირველაღმომჩენების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


გარდა იმისა,  რომ 15 მარტი მომხმარებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კონკრეტული ქვეყნები კონსტიტუციის, რევოლუციის და რობერტსის დღეს ზეიმობენ. იაპონია კვლავ დღეების აღნიშვნის არაორდინარულ ვერსიას იჩევს და 15 მარტს ხვავრიელი წლის დღეს აღნიშნავს.

15 მარტი მოგზაურობის ვნებით შეპყრობილი ხალხის აღმოჩენებით გამოირჩევა. 1493 წლის 15 მარტს ქრისტეფორე კოლუმბის სამი გემიდან 2 დაბრუნდა ევროპაში, მათ ევროპაში პირველად ჩამოიყვანეს ინდიელები.

პირველი მოგზაურობა განახორციელეს ფრანგებმაც.1603 წლის 15 მარტს ფრანგი მოგზაური სამუელ დე შამპლენი გაემგზავრა კანადაში. მისთვის ეს პირველი ექსპედიცია გახლდათ ჩრდილოეთ ამერიკაში.

ფრანგებთან და ესპანელებთან ერთად ტერიტორიები გააფართოვა ამერიკამაც. 1820 წლის 15 მარტსს მენი გახდა აშშ-ს 23-ე შტატი.
ახალი ტერიტორიების "აღმოჩენა" დააკანონეს რუსეთში, ოღონდ იძულების წესით. 1822 წელს ალექსანდრე პირველმა გამოსცა ბრძანება "ცუდი საქციელის გამო გლეხების ციმბირში გადასახლების შესახებ".

მოგზაურობა კომფორტულად და მხოლოდ მცირე დისტანციაზე შესაძლებელი გახდა 1892 წლის 15 მარტს. ამ დღეს ამერიკელმა გამომგონებელმა ჯეს რენომ დააპატენტა პირველი ესკალატორი.

1892 წლის 15 მარტს ინგლსიური კლუბი "ლივერპული" დაფუძნდა.

1897 წლის 15 მარტს გაიმართა რახმანინოვის პირველი კონცერტი პეტერბურგში. პრესის გამოხმაურება მკვეთრად უარყოფითი იყო.

1906 წლის 15 მარტს დარეგისტრირდა კომპანია "როლს როისი".

15 მარტი "პირველების" დღეა.

1907 წელს ფინეთის სეიმში პირველად აირჩიეს ქალი პარლამენტარები.

1937 წელს დაფუძნდა პირველი დონორების ბანკი ჩიკაგოში.

1938 წელს საუდის არაბეთში პირველად აღმოაჩინეს ნავთობი.

1964 წელს დაქორწინდნენ ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი, თუმცა არა პირველად.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #15 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.