გართობა
9 მარტი- DJ-ების, ბარბის და ნაპოლეონის ქორწინების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ
.

9 მარტი არის თანამეგობრობისა და DJ -ების საერთაშორისო დღე. DJ-ები დიდი ხანი არაა რაც გამოჩნდნენ მუსიკალურ არენაზე, მაგრამ იმდენად იყოჩაღეს, რომ უკვე საკუთარი საერთაშორისო დღეც დაითრიეს.

აღმოჩნდა რომ 9 მარტს წმინდანების ხსენების საკითხში კათოლიკე წმინდანები ჭარბობენ მართლმადიდებლებს.

9 მარტს კათოლიკე ეკლესიის თავებიც აქტიურობით გამოირჩევიან.

1074 წელს რომის პაპმა გრიგოლ VII-მ ეკლესიიდან განკვეთა ყველა ის მღვდელმსახური, რომლებიც დაოჯახებულები იყვნენ.

9 მარტს აქტიურობდნენ მოგზაურებიც. 1500 წლის აღნიშნულ რიცხვში პორტუგალიური ექსპედიცია 13 გემის რაოდენობით ზღვაში გავიდა. ექსპედიციას ვასკო და გამა ხელმძღვანელობდა.

მოგზაურობაში, ოღონდ საქორწილოში მოუწია წასვლა ნაპოლეონ ბონაპარტესაც. მან 1796 წლის 9 მარტს ცოლაად შეირთო ჟოზეფინა ბოგარნე.

ჟოზეფინა ლამაზი ქალი იყო. ნიუ-იორკელი  ჩარლზ გრემი კი სავარაუდოდ ესთეტი კაცი, ამიტომაც მან 1822 წლის 9 მარტს მიიღო პატენტი ხელოვნურ კბილებზე.

9 მარტს სხვა რამეც დააპატენტეს 1858 წლის აღნიშნულ რიცხვში  ფილადელფიაში დააპატენტეს ქუჩის საფოსტო ყუთი.

1918 წელს რუსეთის დედაქლაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა.

სწორედ ამ მოსკოვში 1953 წლის მარტის თვეში სტალინი გარდაიცვალა. რომელმაც როგორც "მაოხრებელ მკვდარს" ჩვევია, მისი სიკვდილის შემდეგაც მიაყენა ადამიანებს ზიანი. 9 მარტს სტალინის გასვენების დღეს ასობით ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა.

1956 წლის 9 მარტს კი სტალინის "დასაცავად" გამოსული დემონტრანტები დაარბიეს და დახოცეს თბილისში.

1961 წლის 9 მარტს დალაი ლამამ მიმართა გაეროს ტიბეტისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოწოდებით.

1990 წლის 9 მარტს ბერლინში დაიწყო გერმანიის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები.

9 მარტი მნიშვნელოვანი დღეა ბავშვებისთვის 1959 წელს ნიუ-იორკში სათამაშოების ბაზრობაზე პირველად გაიცნო მსოფლიომ თოჯინა ბარბი.

2010 წლის 9 მარტს ინდოეთში კვოტირების საკითხი გადაწყდა. პარლამენტმა მიიღო კანონი რომლის თანახმად, ინდოეთის ნაციონალურ პარლამენტში დეპუტატთა მესამედს ქალები უნდა წარმოადგენდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #9 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.