გართობა
7 მარტი - „ვაკანტური“ დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

7 მარტი "ვაკანტურ" დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს არც ერთი ნაციონალური დღესასწაული არ იზეიმება, ამიტომ ასეთმა მშვენიერმა დღემ გარიყულად რომ არ იგრძნოს თავი სასწრაფოდაა რაღაც მოსაფიქრებელი.

სანამ მავანი ფიქრობს, მანამ გეტყვით რომ 7 მარტი მნიშვნელოვანი დღე გახლდათ წარსულში, რადგან სწორედ ამ დღეს, 321 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა კვირა დღე უქმედ გამოაცხადა.

1530 წლის 7 მარტსაც არ მომხდარა პატარა ამბავი: რომის პაპმა უარი უთხრა ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ს ცოლთან გაყრაზე, რამაც მეფე დაარწმუნა ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბების აუცილებლობაში.

1657 წლის 7 მარტს ფრანგთა მეფე ლუდოვიკო XIV-მ გამოიჩინა თავი და აკრძალა ალკოჰოლური სასმელების ინდიელებისთვის მიყიდვა, ანუ მშრალი კანონის პირველი დამაკანონებელი ლუი აღმოჩნდა. ის ლუი ასე რომ აწყენინა ჩვენს ძვირფას საბას.

სულხან-საბას პარიზში ვიზიტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მისგან განსხვავებით ძალიან დიდი წარმატება ერგო 1824 წლის 7 მარტს 12 წლის ფერენც ლისტს. პარიზში მის პირველ კონცერტს დიდი ფურორი მოყვა.

1876 წლის 7 მარტს ალექსანდრე ბელმა ტელეფონი დააპატენტა.

1926 წლის 7 მარტს ლონდონსა და ნიუ -იორკს შორის რადიოკავშირი დამყარდა.

1933 წლის 7 მარტს ატლანტიკ- სიტის მცხოვრებმა ჩარლზ დარომ თამაში "მონოპოლია" გამოიგონა.

1960 წელს ამერიკელმე მეზღვაურებმა წყნარ ოკეანეში გემზე აიყვანეს 4 საბჭოთა ჯარისკაცი. რომლებიც დაზიანებული ბარჟით უმისამართოდ ცურავდნენ ოკეანეში, წყლისა და საჭმლის მარაგის გარეშე 49 დღის განმავლობაში. მოკლედ მშვენიერი ისტორიაა სათავგადასავლო რომანისთვის.

1963 წლის 7 მარტს მორიგი ექსცენტრული გამოხდომა ქონდა ნიკიტა ხრუშოვს. საბჭოტა ინტელიგენციასთან შეხვედრისას ზრუშოვმა პოეტ ანდრეი ვოზნესენსკის ურჩია დაეტოვებინა საბჭოტა კავშირი და უცხოეთში წასულიყო.

დასავლეთში წასასვლელად ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის. იგი 1982 წლის 7 მარტს ეწვია საბჭოთა რკინისფარდისმიღმეთს.

1997 წლის 7 მარტს მსოფლიო გააოცეს ედინბურგში როსლინის ინსტიტუტის მეცნიერებმა. მათ ცხვრის სქესობრივი უჯრედების გამოყენების გარეშე კრავი გამოიყენეს. რის შემდეგაც 7 მარტს კაცობრიობას კლონირებული კრავი დოლი მოევლინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #7 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.