გართობა
6 მარტი - ასპირინის, ბორ-მანქანის და მადრიდის „რეალის “ დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

თუკი რომელიმე ვიქტორინაში დასვამენ კითხვას არსებობს თუ არა მაგელანის დღე, ვიქტორინის მონაწილემ შეუძლია ეჭვის გარეშე დადებითად უპასუხოს. ამ დღესასწაულს გუამში 6 მარტს ზეიმობენ. თურმე ფერნანდო მაგელანმა 1521 წლის სწორედ 6 მარტს აღმოაჩინა კუნძული გუამი.

პეტრე პირველმა კი აღმოაჩინ,ა რომ რაღაც გადასახადები უსარგებლოა. 1722 წლის პეტრე პირველმა აკრძალა ეკლესიების მშენებლობისა და საჭიროებებისთვის გადასახადების აკრება.

არ ვიცი არსებობს თუ არა ჯონ გრინვუდის დღე, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგია ამ კაციდან ძალიან დავალებული უნდა იყოს. 1790 წლის 6 მარტს ჯონ გრინვუდმა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის პირადი სტომატოლოგი გახლდათ, გამოიგონა სტომატოლოგიური ბორ-მანქანა.

6 მარტს მედიცინის კუთხით მეტისმეტი გააქტიურებები შეინიშნება აშშ-ში. 1810 წლის 6 მარტს ილინოისი გახდა პრველი შტატი აშშ-ში, სადაც შემოიღეს სავალდებულო ვაქცინაცია.

სანამ ილინოისში ვაქცინაციით იყვნენ დაკავებულები 1834 წლის 6 მარტს კანადაში ქალაქ იორკს სახელი შეუცვალეს და ტორონტო დაარქვეს. ქალაქებისთვის სახელების გადარქმევა როგორც ჩანს კანადელების მთავარი ჰობია.

სამაგიეროდ,  ჯუზეპე ვერდიმ რაც დაარქვა მის ოპერას ის სახელი ქვია დღემდე. 1853 წლის 6 მარტს ვენეციაში გაიმართა ჯუზეპე ვერდის ოპერის "ტრავიატას" პრემიერა.

1882 წლის 6 მარტს სერბია სამეფოდ გამოცხადდა.

1899 წელს კი მნიშვნელოვანი წამალი დაპატენტდა. 6 მარტს გერმანელმა ფიზიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა ასპირინი დააპატენტა. ამით ერთი საუკუნით უშველა თავის ტკივილს, გაციებას და დაკონსერვებულ პროდუქტებს.

1902 წელს ეშველათ ფეხბურტის ფანებს. ამ წლის 6 მარტს დაარსდა საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი".

6 მარტს ეშველათ მორწმუნე კათოლიკებსაც. 1924 წლის 6 მარტს ვატიკანში რადიომიმღები დაამონტაჟეს.

არ ვიცი რამდენად ეშველა კასიუს კლეის, მაგრამ 1964 წლის 6 მარტს კასიუს კლეიმ ისლამი მიიღო და მუჰამედ ალი დაირქვა.

1967 წლის 6 მარტს შველა ითხოვა სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვა ამერიკას.

1970 წელს ინგლისში გამოიცა ბითლზის ბოლო სინგლი «Let It Be».

1986 წელს ავტომატურმა საერთაშორისო სადგურმა ვეგა1-მა, "ვენერა, კომეტა, გალეას "პროექტის ფარგებში კვლევითი პროგრამა განახორციელა კომეტა გალეაზე. კომეტა მზის სისტემაში პერიოდულად, ყოველ 75 წელიწადში ერთხელ, ბრუნდება. იგი სხვა კომეტებიდან იმით გამოირჩევა რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. კომეტის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებულია ისტორიულ წყაროებში. წყაროები გალეას გამოჩენის სულ ცოტა 30 შემთხვევაზე ყვებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #6 მარტი



მსგავსი სიახლეები
2021 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი
იქნება მოდის მხრივ.
12:44 / 01.01.2021
2021 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება მოდის მხრივ.
ამბობენ, ახალ წელს როგორც
შეხვდები, ისეთივე წელი გვექნება. ამიტომ, ამ დღეს ყველა ვცდილობთ
განსაკუთრებულად შევხვდეთ.
14:35 / 30.12.2020
ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთივე წელი გვექნება. ამიტომ, ამ დღეს ყველა ვცდილობთ განსაკუთრებულად შევხვდეთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.