გართობა
5 მარტი- „მამაქალაქების“, თამბაქოსა და მეგობრების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

ნაციონალური დღესასწაულებით თუ ვიმსჯელებთ 5 მარტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დღეა. აზერბაიჯანში 5 მარტს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დღეს აღნიშნავენ. მისი ფიგურით თუ ვიმსჯელებთ ეს დღე ალბათ მეჰრიბან ალიევამ დააწესა.

სანამ აზერბაიჯანში ვარჯიშობენ, ირანში ბუნებზე ზრუნავენ. 5 მარტს ირანში ხეების დარგვის დღეს აღნიშნავენ.

1558 წლის 5 მარტი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა თამბაქოს მომხმარებელთა და მწარმოებელთათვის. ასევე მათთვის, ვინც მოიფიქრა სიგარეტის კოლოფზე „თამბაქო კლავს“  წარწერა გაეკეთებინა. ამ დღეს მექსიკაში გაემგზავრა ექიმი ფრანცისკო ფერნანდესი, რომელმაც ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეს ბრძანებით იქაური მცენარეები შეისწავლა. მექსიკაშივე აღმოაჩინა თამბაქო და ევროპაში შემოიტანა.

5 მარტი დიდად არ უნდა უყვარდეთ რუს კლერიკალებს. 1764 წლის 5 მარტს ეკატერინე მეორემ ეკლესიას მიწები ჩამოართვა.

1774 წელს პარიზის სასახლის სასამართლოს ბრძანებით საჯაროდ დაწვეს პიერ ბომარშეს ტექსტები . რამდენიმე წლის შემდეგ მათ ჯიბრზე რევოლუციურ საფრანგეთში დახურეს სორბონას უნივერსიტეტი და ყველა თეოლოგიური ფაკულტეტი.5 მარტს მოხდა ორივე ეს ამბავი.

1844 წლის 5 მარტს კანადის დედაქალქი კინგსტონიდან მონრეალში გადაიტანეს. რის შემდეგაც კინგსტონს "მამაქალაქის" სტატუსი "მიანიჭეს". ასეთი შემთხვევა ბლომად იქნება ისტორიაში. შესაბამისად „მამაქალაქების“ რიცხვი არც ისე ცოტა ყოფილა ამ პლანეტაზე.

ამასობაში ინგლისში სტეპლერი დააპატენტეს - ასეთი პროზაული და ასეთი საჭირო ნივთი.

კიდევ უფრო საჭირო შეთანხმებას მიაღწიეს 1970 წლის 5 მარტს. ამ დღეს მიიღეს შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.

მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა 2000 წლის 5 მარტსაც.ინგლისელი მეცნიერების მიერ პირველად და წარმატებულად ჩატარდა ღორების კლონირების ოპერაცია.

P.S. 5 მარტი მნიშვნელოვანი დღეა ქუთაისიპოსტისთვისაც ამ დღეს თეა ზიბზიბაძე და ლანა კოკაია დაიბადნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #5 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.