გართობა
4 მარტი - ფილიპ ბარბაროსას, „ნარმანიას“ და ნაყინის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ
.



4 მარტს მხოლოდ ორი ნაციონალური დღესასწაული აღინიშნება. ბელორუსში მილიციის დღეს ზეიმობენ.

ხოლო რასაც ჩინელები 4 მარტს აღნიშნავენ გაახარებდა თბილისის მერს დავით ნარმანიას. ჩინეთში 4 მარტს ხეების დარგვის დღე აღინიშნება. ნარმანიას ერთ რამეში არ გაუმართლა - შესაბამის ქვეყანაში არ დაიბადა, თორემ მისი მთავარი შეპირება შესრულებული ექნებოდა. ნარმანია პეკინის მერი რომ იყოს ხომ ექნებოდა უკვე მილიონი ხე დარგული?!

არ ვიცი ფილიპ ბარბაროსა რგავდა თუ არა ხეებს, თუმცა ის კი არის ნამდვილად ცნობილია, რომ 1152 წლის 4 მარტს გერმანიის მეფე გახდა.
4 მარტს სასტიკად არ გაუმართლა კარდინალ კარლო კარაფას. მას 1561 წელს რომის პაპმა სიკვდილი მიუსაჯა.

სამაგიეროდ, 1789 წელს ძალაში შევიდა აშშ-ს კონსტიტუცია და ნიუ იორკში აშშ-ს პირველმა კონგრესმა დაიწყო მუშაობა.
1791 წელს კი იზრაელ იაკობსი გახდა პირველი ებრაელი, რომელიც აშშ-ს კონგრესში აირჩიეს.

დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა 1813 წლის 4 მარტს - პირველად ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრაზე მენიუში შეიტანეს ნაყინი. ეს ივენთი აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაცია გახლდათ.

მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი წარმატებული აღმოჩნდა ჩიკაგოსთვის. 1837 წლის 4 მარტს ფორტმა ჩიკაგომ ქალაქის სტატუსი მიიღო.
ჩიკაგომ ქალაქის, ჩარლი ჩაპლინმა კი რაინდის ტიტული მიიღო 1975 წელს.

მე-19 საუკუნეში მოწოდების სიმართლეზე აღმოჩნდნენ ამერიკელი გამომგონებლები. 1877 წლის 4 მარტი მიკროფონს გამოგონებით შევიდა ისტორიაში. გამომგონებელი ამერიკელი ემილ ბერლინერი გახლდათ.

2006 წლის 4 მარტს პირველად ამოქმედდა სოციალური ქსელი "Одноклассники".

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #4 მარტი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.