გართობა
28 თებერვალი - რომის პაპის, აცტეკებისა და ფინელების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


28 თებერვალი ფინელებისთვის გამორჩეული დღეა. ისინი კალევალას დღეს აღნიშნავენ. კალევალა კარელიურ-ფინური პოეტური ეპოსია, სადაც 50 რუნია (სიმღერა) შესული. იგი მნიშვნელოვან ისტორიულ ტექსტად ითლება. 28 თებერვალს დღის სინათლე იხილა აღნიშნულმა ეპოსმა 1835 წელს. ეს ამბავი იმდენად გაუხარდათ ფინელებს, რომ მთელი ერთი დღე დაუთმეს კალევალას თებერვლის ისედაც დეფიციტური დღეებიდან.

დეფიციტური დღე მიუძღვნა ანდალუზიამაც საკუთარი - ანდალუზიის დღის აღნიშნვნას და 28 თებერვალი თავის ეროვნულ დღესასწაულად აქცია.

28 თებერვალს დაარსებებით შეუძლია იამაყოს, განსაკუთრებით რელიგიურ ნაწილში.
1066 წლის 28 თებერვალს ვესტმინსტერის სააბატო დაარსდა. ბრიტანელი მეფეებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი, აქ ეკურთხებიან მეფეებად და აქვე განისვენებენ სამუდამოდ ბრიტანელი მონარქები.

28 თებერვალი მნიშვნელოვან დღედ აქციეს პროტესტანტებმა და 1784 წელს ჯონ უესლი აფუძნებს მეთოდისტურ ეკლესიას.
კათოლიკებისთვის 28 თებერვალი სხვა მოვლენით შევიდა ისტორიაში. პაპმა ბენედიქტ XVI -მ 2013 წელს კათოლიკე ეკლესიის პირველ პირობაზე უარი განაცხადა და გადადგა.

გადადგომა არ აკმარა ბოროტმა კონკისტადორმა კორტესმა აცტეკების მეფეს და 1525 წლის 28 თებერვლს მეფე კუოხტემოკი სიკვდილით დასაჯა.

28 თებერვალს ამერიკის კონტინენტზე სხვა მოვლენებიც მოხდა.
1854 წელს დაფუძნდა აშშ-ს რესპუბლიკური პარტია.
1935 წელს უოლეს კაროზერსიმ მოახდინა ნეილონის სინთეზირება.
1956 წელს პირველად აპატენტებენ ქსელურ კაბელს კომპიუტერისთვის.
1838 წელს დაჯგუფება Patriotes-ის წარმომადგენელი რობერტ ნელსონი აცხადებს ქვემოკანადის დამოუკიდებლობას (დღევანდელი კვებეკი).

28 თებერვალს ფრანგებმაც და ინგლისელებმაც განახორციელეს დასამახსოვრებელი ფაქტები.
1874 წელს დასრულდა ინგლისის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე გრძელი საქმე.
ფრანგებმა კი, სადაც მონარქი ნახეს არსად არ გაახარეს 1897 წელს ფრანგ მებრძოლთა დაჯგუფებამ. მადაგასკარის დედოფალი რენეველინა III - უკანასკნელი მონარქი ჩამოაგდო.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #28 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.