გართობა
ფილმები, რომლებიც აღდგომის დღეებში უნდა ნახო
FaceBook
ფილმებთან დაკავშირებულ რჩევებს, როგორც წესი საახალწლოდ იძლევიან.

მთელი ჟანრია საშობაო კინო. თავისი საკულტო პერსონაჟებით და სანტა კლაუსის ერთი ისტორიის ათასნაირი ვერსიით.

სააღდგომო კინოჟანრზე არაფერი მსმენია. მიუხედავად ამისა მას მაინც მოეძებნება ჟანრი თუ არა შესაფერისი კატეგორია მაინც.

სააღდგომოა ყველა ის ფილმი, რომელიც კარგად მთავრდება. ისეთი ამბები, სადაც ყველა პარამეტრით ცუდად რომ იყო საქმე, მერე რაღაც მანქანებით ყველაფერმა სასურველი შედეგი გამოიღო და უბედურებისთვის განწირული ამბავი ჰეპი ენდით დასრულდა, ყველა ეს ფილმი სააღდგომოა.

და საერთოდაც ჰეპი ენდი აღდგომის მოგონილია.
„ჰეპი ენდური“ ფილმები ბევრია, მაგრამ  სკეპტიკოსების ირონიებს რომ გაუძლოს ცოტა.  ამ ცოტადან რამდენიმეს გამოვყოფდი. 

მაგალითად, ენდრიუ ლოიდ ვებერის და ნორმად ჯუისონის "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" სააღდგომოდ სანახავია.

სააღდგომო რეპერტუარი მოითხოვს რომ ეს მიუზიკლი სიაში შეიყვანონ.

ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად "სუპერსტარი" იმის საშუალებასაც იძლევა მოისმინო როგორი უნდა იყოს კარგად შესრულებული  სიმღერა და არა ისეთი, ზოგიერთი ქართველი ამერიკულ „ვოისში“ რომ აკეთებს. 

სააღდგომოდ სანახავია ანიმაცია "მოჩვენებებისგან გატაცებულნი". მართალია აღდგომასთან არაფერი საერთო აქვს და საერთოდაც იაპონელების გადაღებულია. მაგრამ პირველად თავადაც აღდგომა ღამეს ვნახე და ავტორების საოცარ ოსტატობით აღფრთოვანებასთან ერთად, დიდი სადღესასწაულო განწყობაც დამიტოვა.

სააღდგომოდ სანახავია სტივენ სპილბერგის "ამომავალი მზის იმპერია"

ისტორია პატარა ბიჭზე, რომელიც მთელ მეორე მსოფლიო ომს მარტო გამოივლის, ცოცხალი გადარჩება და დაკარგულ მშობლებსაც იპოვის. "მზის იმპერია" არის მასტერ კლასი იმაზე, როგორ გადარჩე ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ფილმში პატარა ქრისტიან ბეილის იხილავთ, რომელიც ცალკე მასტერ კლასს ჩაგიტარებს როგორი უნდა იყოს კინომსახიობი. 

"აპოლო 13"  ნამდვილ ისტორიას ასახავს. როგორ გადაარჩინეს ღია კოსმოსში ბედისწერისგან  განწირული ასტრონავტები მეცნიერებმა და მშვიდობიანად დააბრუნეს დედამიწაზე. 

აქვე ქრისტოფერ ნოლანის  კიპ თორნის წიგნის მიხედვით გადაღებული "ინტერსტელარის" ნახვაც შეიძლებოდა. იქ საერთოდ კაცობრიობას გადაარჩენენ, აქაც მეცნიერების გზით. 

მეცნიერებას დაიხმარს თავის გადასარჩენად ენდი დიუფრეინიც ფილმში "გაქცევა შოუშენკიდან“.  ამ ფილმის კიდევ ერთხელ ნახვაც ღირს. იმედებს აღვივებს უიმედო პესიმისტებშიც. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.