გართობა
ახალი წლის კინო
FaceBook
საახალწლო განწყობის შექმნაში საცივთან, გოზინაყთან, შამპანურთან ერთად ბევრი სხვა მონაწილე ფიგურირებს.

პირველ რიგში კინო. სულ ცოტა 80 წელია კინო ახალი წლის ჯადოსნურობის მითს წარმატებით ამაგრებს. მის გარეშე ეს მითიც დაინგრეოდა და სანტასაც მოუწევდა პენსიაზე გასვლა.

სადღეისოდ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა კონკურენციას უწევს კინოს, თუმცა იგი ჯერჯერობით მაინც ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს და ახალ წელსაც კვლავ ფართო მენიუს გვთავაზობს. მოკლედ "კუჩხი ბედინერის"ნაცვლად ახალ წელს სანამ ტიკ ტოკის ან სხვა პლატფორმების პროდუქტებზე გადავსულვართ, აქტიურად გამოვიყენოთ კინოს დიდი შესაძლებლობები.

გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომლის ნახვაც ახალ წელს დიდი ალბათობით გესიამოვნებოდათ. 

დავიწყოთ ყველაზე კარგით.

ნომინაციაში „ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო საახალწლო ფილმი“ (სამეგობროში გამოკითხვით)  დასახელდა ამერიკელი ფრენკ კაპრას "ეს მშვენიერი სიცოცხლე".

ფილმი, რომელიც სრულიად ამართლებს მის სახელწოდებას და ყველაზე დეპრესიულ მდგომარეობაშიც სინათლის შუქის ფუნქციას იძენს. რეჟისორ ფრენკ კაპრას  ამიერში პატივი მიეგო და დიდი იმედი გვაქვს ჯილდოს მიიღებს იმიერშიც ამ ფილმის გადაღებისთვის. 

საუკეთესოების ხაზს თუ გავაგრძელებთ ყველა დროის საუკეთესო კომედიად შეიძლება შეფასდეს ბილი უაილდერის  "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია". იგი განწყობასაც შექმნის და იმასაც გაჩვენებთ რა არის სინამდვილეში ნამდვილი კინო. 

საუკეთესო კომედიასა და ნამდვილ კინოზე გამახსენდა სტენლი კრამერის  „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო“.

მოგეხსენებათ საახალწლო ფილმი სულაც არაა აუცილებელი ახალ წელს ეხებოდეს. ამიტომ „შეიშლილი შეილილი შეშლილი მსოფლიო" ახალ წელს პირდაპირ დააკვდება. თანაც „მსოფლიოს შეშლილობის“ თემაც აქტუალურია და ფილმის ხარისხიც მაღალი. ეს ის იშვიათი ფილმია, რომელიც ბავშვობაშიც კარგი მეჩვენებოდა და დიდობაშიც არ გამიცრუა მოლოდინი. 

ვისაც შავი იუმორი უყვარს და ტიმ ბარტონის სერიალი „უენზდეიც“ მოეწონა შეუძლია საახალწლოდ ამ სერიალის წინამორბედი ფილმებიც ნახოს.

"უენზდეიმ" და ტიმ ბარტონმა ახალი სუნთქვა გაუხსნეს ადამსების ოჯახის მისტიკურ საგას. ამიტომ შეიძლება საახალწლოდ ადამსების ფილმების გადამეორებაც და იგივე ტიმ ბარტონის საუკეთესო ანიმაციების ნახვაც -  "პატარძლის გვამი", "კოშმარი შობის წინ" და "ფრანკენუინი", რომლებიც  მისტიკის, შავი იუმორის, მიუზიკლის და "კოშმარის" საუკეთესო ტრადიციებით მოგხიბლავთ. 

გაგიკვირდებათ და ახალ წელს ჰორორებიც უხდება ამ მხრივ დიდი არჩევანია ალფრედ ჰიჩკოკიდან დაწყებული სტივენ კინგის ეკრანიზაციებით გაგრელებული, ნეტფლიქსის ათობით საშინელებათა სერიალით დამთავრებული. ეს ფილმები ახალ და ძველით ახალ წელსაც გეყოფათ ადრენალინის მარაგის შევსებისთვის. 

ვისაც კინოფანტასტიკა უყვარს კარგ ფილმებს ამ მხრივაც არ ვუჩივით. მართალია კინოს აქ ლიტერატურაც ძალიან დაეხმარა, მაგრამ კინომ მშვენივრად ასახა ეკრანზე რთულად ასასახიც - მაგალითად, დენი ვილნევის  "დიუნიმ". საუკეთესოა ამ რეჟისორის სხვა ფილმებიც საი ფაის ჟანრში - "ჩამოსვლა", "დანის პირზე მორბენალი". საი ფაის და კვანტური ფიზიკის მოყვარულებს რობერტ ზემეკისის "კონტაქტი" და ქრისტოფერ ნოლანის"ინტერსტელარიც" უნდა მოეწონოთ წესით.  მათ ვერც კინოკრიტიკოსები და იქამდე, მეცნიერებიც ბევრში ვერაფერში შეედავებიან. 

საახალწლოდ შეიძლება ჰაიაო მიაძაკის ანიმეების გადამეორებაც. განსაკუთრებით, „მოჩვენებებით გატაცებული“ ჩემი აზრით, შედევრთა შედევრია.

გადამეორების და პოზიტიური განწყობების დაგროვების ნაწილში კარგად იმუშავებს ერიკ რომერის წელიწადის დროები: "გაზაფხული", "ზაფხული", "შემოდგომა" და "ზამთარი".  კინოზღაპარი დიდებისთვის და განსაკუთრებით შუახანს გადაცილებულებისთვის. თუკი პესიმიზმი მოგეძალათ, რაც ბუნებრივია 40 წლის მერე, ნახეთ რომერის ფილმები და სრულიად უცნაური ოპტიმიზმით აღივსებით. 

საახალწლოდ კარგი იქნება ისტორიული ფილმების ნახვაც ( სადღეგრძელოების თქმაშიც გამოგადგებათ).

ისტორია უამრავ ფაქტს შეიცავს, როცა უთანასწორო ბრძოლაში სუსტი იმარჯვებდა და მცირერიცხოვანი ჯარი დიდძალ არმიებს ამარცხებდა.

ბევრი სახელოვანი ბრძოლა და ომი ამ თანაფარდობით განხორციელებულა. მცირეზე დიდის თავდასხმით და მცირეს გამარჯვებით ძლიერზე.

ისტორიამ არ დააყოვნა და ამ ბრძოლებსა და მათ გმირებს ხოტბა შეასხა. ისტორიის ამ "გადაწყვეტილებას" მხარი აუბა კინომ. ფილმები „ზეციური სამეფო“, „მეფე“, „მამაცი გული“ და „300 სპარტელი“ ამის დადასტურებაა. 
ეს ფილმები სიამოვნებასაც მოგანიჭებენ დ ა იმის რწმენასაც, რომ უკრაინა რუსეთს ომს მოუგებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.