გართობა
რა იქნება მოდაში 2021 წელს?
FaceBook
2021 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება მოდის მხრივ.
ამ წელს, მოდაში შეზღუდვები ნაკლებად შეგვხვდება. წელს აქტუალური იქნება სპორტული და კლასიკური სტილის სამოსი, ასევე შეგვხვდება ამ ორი სტილის გაერთიანებული სინთეზიც.

დიზაინერების თქმით, ტრენდული იქნება რამდენიმე ზომით დიდი სამოსი, მაგრამ მთავარია ქალის სილუეტი შენარჩუნდეს.

დიზაინერების თქმით, ზამთრის სეზონზე აქტუალური იქნება ნაქსოვი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი, რომელიც გამოფორმებული იქნება სხვადასხვა ორნამენტებით.

2021 წლის გაზაფხულზე გამჭირველე კაბები იქნება მოდაში.

,,ელეგანტურ ვერსიებში, ასეთი კაბები მორთულია ნაქარგებითა და შეკერილი ნიმუშებით, აპლეკით", - განმარტავენ დიზაინერები

გამჭირვალე კაბებთან ერთად მოდაში იქნება მაქმანებით და გუფით დამზადებული კაბები. 

მოდაში რჩება ბამბის კაბები, ექსპერტების თქმით ის სამოსს დელიკატურობას ანიჭებს.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მოდაში იქნება ყვავილების ნიმუშით გაწყობილი კაბები.

2021 წლის ფერებია: მწვანე,შინდისფერი, მკვეთრი ვარდისფერი, ლურჯი,ნარინჯისფერი, იასამნისფერი, თეთრი, ყვითელი და ოქროფერი.

დასახელებულ აქტალურ ფერებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს.

თუ გსურთ სულიერი და მენტალური განვითარება ახალ წელს მწვანე ფერი უნდა მოირგოთ.

ექსპერტების თქმით, თეთრი ფერის ხარის წელში, ყველა აქტუალურ ფერთან ერთად მოდაში რჩება პირბადის ტარება. ცნობილმა დიზაინერმა დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ტრენდულ პირბადეებზე.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მოდაშია ტყავის ფეხსაცმელი წვივამდე. ექსპერტების თქმით, ის ტრენდული და კომფორტულია.

მოდაშია ასევე მაღალყელიანი და ქუსლიანი ჩექმა. დიზაინერები მის ჩაცმას გრძელ კაბასთან ერთად გვირჩევენ.

თეთრი ფეხის ხარი წელში მსუბუქი და ბუნებრივი მაკიაჟია მოდაში. მთავარი აქცენტი ტუჩზე კეთდება.

"ვარდისფერი და წითელი ტუჩსაცხი,მუქი წამწამები 2021 წლის მაკიაჟის ყველაზე აქტუალური ტრენდებია", - ამბობენ დიზაინერები.

რაც შეეხება ვარცხნილობას მოდაშია, როგორც შეკრული ასევე გაშლილი თქმები.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #2021 #მოდა
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.