გართობა
40 წლის ქალების დაბრუნება
FaceBook

40 წელს ზემოთ ქალები ხმაურიანად ბრუნდებიან სერიალებში.


ეს ცხოვრების ის პერიოდია როდესაც ცოცხლდება მათი ლიბიდო, წერს გამოცემა Slate.fr.


საიტის Women and Hollywood,ცნობით 2012-2013 წლების სეზონზე 40 წლის პერსონაჟები წარმოადგენდნენ მხოლოდ 14%-ს. ხოლო ამავე ასაკის კაცები - 22%.

თუმცა, უკანასკნელ წლებში საშუალო ასაკის ქალები, რომელთაც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებენ „ქალები სიმწიფის ასაკში“, გამოვიდნენ ჩრდილიდან, -აღნიშნულია სტატიაში.


ქალთა ეს ასაკობრივი ჯგუფი ინტერესს აღძრავს შოუების პროდიუსერებში იმიტომ, რომ ეს ასაკი წარმოადგენს დიდი ცვლილებების ხანას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ფიზიკურად სხეული იწყებს შეცვლას. ცხოვრების ამ ეტაპზე 40-ს ზემოთ ქალები ცდილობენ ხელახლა იპოვონ საკუთარი თავი. ამას ხშირად მიყავთ სექსის მიმართ სხვა დამოკიდებულებასთანაც.

40-50 წლის ქალი პერსონაჟები აღარ წარმოადგენენ იშვიათობას. მთავარ პერსონაჟებადაც გვევლინებიან სერიალებში.

61 წლის მწერალი კენდეს ბუშნელი   (ავტორი სერიალისა „სექსი დიდ ქალაქში“) მის ახალ წიგნში  „არის კი სექსი ქალაქში“ ყვება ქალის ისტორიას, რომელიც ქმარს სცილდება 50 წლის ასაკში და იწყებს ახალ ცხოვრებას.

ბუშნელის ახალი წიგნის პერსონაჟი ხვდება რომ  მისი ასაკის კაცები  ახალგაზრდა გოგონებს არჩევენ. თავადაც აღმოაჩენს ტინდერიზე ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც სწორედ ასაკიანი ქალები მოსწონთ.

,როდესაც ამ ასაკში ვინმეს ვხვდებით ამას უკვე იმისთვის კი არ ვაკეთებთ რომ ცხოვრება მოვიწყოთ. შვილები, ყოფილები, სამსახური - ეს უკვე გვაქვს. ამიტომ თუკი ჩვენ ვეძებთ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ რომ გავილამაზოტ ცხოვრება“, - ამბობს ბუშნელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამერიკის ონკოლოგიურმა
საზოგადოებამ 2019 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ფიზიკური
აქტივობისა და კიბოს 15 სახეობის ურთიერთკავშირს ეხებოდა, წერს
გამოცემა 
Le Monde.
15:36 / 18.01.2020

ამერიკის ონკოლოგიურმა საზოგადოებამ 2019 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ფიზიკური აქტივობისა და კიბოს 15 სახეობის ურთიერთკავშირს ეხებოდა, წერს გამოცემა Le Monde.

შეავსე
ტესტი და სამი სავარაუდო პასუხიდან გამოიცანი სწორი. ტესტის ბოლოს
დაელოდე პასუხს.
11:30 / 14.01.2020
შეავსე ტესტი და სამი სავარაუდო პასუხიდან გამოიცანი სწორი. ტესტის ბოლოს დაელოდე პასუხს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.