გართობა
რომელ საათებშია ჩვენი ორგანიზმი საუკეთესო ფორმაში?!
FaceBook

"დღის განმავლობაში ნებისმიერი დავალების შესრულებას აქვს თავისი განსაზღვრული დრო, ამას არა დღიური კალენდარი, არამედ ჩვენი ორგანიზმი განსაზღვრავს“, - წერს  Die Welt.


კვლევების თანახმად, აღმოჩნდა რომ  სხვადასხვა დავალებების შესრულებისას ბევრად ეფექტურები ვართ დღის განსაზღვრულ დროში.

მაგალითად, საიმისოდ რომ ისწავლო რაიმე ახალი და დაიმახსოვრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია საუკეთესო დროდ დილა ითვლება. გაღვიძებიდან მალევე ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა იზრდება მასთან ერთად მეტია კონცენმტრაციის უნარი, ყურადღებაც და კოგნიტური უნარებიც, აღნიშნავს სტივ ქეი მოლეკულური ბილოგიის პროფესორი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან.


"როგორც ჟურნალიThe Wall Street Journal, წერს ეს უნარები იზრდება შუადღემდე...

შუადღეს უკვე ჩვენი ყურადღების გადატანა ადვილი ხდება გასნაკუთრებით 12- დან 16 საათამდე. სამაგიეროდ, მაშინ როდესაც ცოტათი ვიღლებით უფრო კრეატიულები ვართ.

" 2011 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც 438 მონაწილეს უნდა ამოეხსნა ამოცანები რომელთა ამოსახსნელად ან ანალიტიკურად უნდა ეაზროვნა ან კრეატიულად. „კრეატიულობაზე“ ამოცანების ამოხსნა უადვილდებოდათ მაშინ როდესაც მცირედით დაღლილები იყვნენ, ხოლო ანალიტიკურის ამოხნაში  დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა“.


"დაღლილობა ტვინს ეხმარება თავისუფლად იხეტიალოს და იპოვოს ამოცანის ამოხსნის ალტერნატიურლი საშუალებები“, - ამბობს მარაიკე ვიტი კვლევის ხელმძღვანელი.

დღის მეორე ნახევარში ძლიერდება ჩვენი სხეული ამიტომ სპორტული აქტივობა სასურველია დღის ამ მონაკვეთში.

"ის ვინც გეგმავს დღეს ბიორიტმის გათვალისწინების გარეშე, რისკის ქვეშ დგება, რომ მოიმატოს წონაში, განუვითარდეს დეპრესია, დიაბეტი...ასევე ნურავინ ელოდება ადრე დილით კრეატიული იდეების დაბადებას.

18 საათის შემდეგ ჩვენი შრომისუნარიანობა იკლებს თუმცა 20 საათისთვის საუკეთესო ფორმაშია ჩვენი დამცავი სისტემა. ამიტომ საზოგადოებაში დროის გატარება გვიან საღამოსაა სასურველი, წერს  Die Welt.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.