გართობა
უგემრიელესი საშობაო ღვეზელი იზო ბებოს რეცეფტით
FaceBook
მართალია საშობაო ღვეზელი გურულებისაა, თუმცა მას ასევე გემრიელად აცხობენ იმერელი დიასახლისებიც.

როგორც იზო ბებომ გვითხრა, გემრიელი ღვეზელის საიდუმლო ზუსტ პროპორციებსა და ღვეზელების თავზე მოსასმელ სითხეშია.

ასე, რომ გთავაზობთ იმერელი იზო ბებოს რეცეფტს. რომლითაც  საშობაო ღვეზელების გამოსაცხობად სამი საათი დაგჭირდებათ.

თუმცა, შედეგი რომელსაც ცხობის შემდეგ მიიღებთ, თავადაც სასაიმოვნოდ გაოცებულს დაგტოვებთ.

მითითებული პროპორციით გამოაცხობთ 10 – 12 ღვეზელს. 

ინგრედიენტები: 

ფქვილი – 900 გრ.

თბილი – წყალი 500 მლ.

საფუარი – 1 თხელი სუფრის კოვზი.

ზეთი – 100 მლ.

შაქარი – 1 სუფრის კოვზი.

მარილი – 1 ჩაის კოვზი.

კვერცხი – 10 ცალი. (აქედან 2 ცალი თავზე წასასმელად)

ყველი – 800 გრ.

მაწონი –  2 სუფრის კოვზი. 

საფუარს, მარილს, შაქარს დაამატეთ ზეთი და დაასხით  თბილი წყალი. აცადეთ აფუება 10–15 წუთი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი. ცომს დააფარეთ თავზე და დააყოვნეთ 1–2 საათი, ვიდრე აფუვდება.

გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ასევე მსხვილ სახეხზე გახეხილი 8 მაგრად მოხარშული კვერცხი. მიღებული მასა გაყავით და 12 გუნდად აქციეთ. ასევე 12 გუნდად დაყავით ცომი. ცალკე პატარა თასზე ორი კვერცხის გული გახსენით ორ სუფრის კოვზ მაწონთან ერთად და გამოიყენეთ ღვეზელებზე თავის წასასმელად. 

ცომის გუნდა მრვგვალად გააბრტყელეთ და მის ნახევარზე დადეთ ყველისა და კვერცხის შიგთავსი, გადმოაფინეთ ცომის მეორე ნაწილი. ღვეზელს წაუსევით მაწვნისა და კვერცხის ნაზავი და ღუმელში 200 გრადუსზე აცხვეთ 15–20 წუთის განმავლობაში.

გისურვებთ ბედნიერ შობას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.