გართობა
რა იქნება მოდაში 2019 წელს ?
FaceBook

2019 წელი, ისევე როგორც წინა წლები, საკმაოდ მრავალფეროვანია მოდის კუთხით.


დიზაინერების თქმით, ამ წელს შეზღუდვები არ გვხვდება, რადგან აქტუალური იქნება  კლასიკური და სპორტული სტილი, ასევე  ამ ორი სტილის სინთეზიც.

ტრენდულია,  დიდი ზომის ტანისამოსი. თუმცა, წინა წლისგან განსხვავებით ასეთ სამოსში აბსოლუტურად არ უნდა იკარგებოდეს  ქალის სილუეტი. 

"წელს დიდ კოსტუმებზე უკვე დაფიქსირებული იქნება წელი  სხვადასხვა სახის ქამრებითა და აქსესუარებით," – ამბობენ დიზაინერები.

2019 წელს მოდაში იქნება  მწვანე, კენკრისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროფერი, წითელი და თეთრი.

დასახელებულ აქტუალურ ფერებს სხვადახვა დატვირთვა აქვს, ამიტომ ვიდრე მოდური ფერების მიხედვით სამოსს მოვირგებთ, დიზაინერები  გარკვეულ რჩევებს გვთავაზობენ:

თუ გსურთ ყვითელ ღორს ჯანმრთელობა შესთხოვოთ, ნარინჯისფერი ჩაიცვით. 

თუ ფინანსური კეთილდღეობა გსურთ, ყვითელი ან ოქროსფერი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ მშვიდობა და ჰარმონია გსურთ - ყავისფერი ჩაიცვით.

რაც შეეხება, ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს, სასურველია, თუ წვეულებაზე შავი ფერის ტანსაცმელში გამოჩნდებით, ან შავის და ვერცხლისფერის კომბინაციაზე შეაჩერებთ არჩევანს.

2019 აქტუალური იქნება გოჭის გამოსახულებიანი აქსესუარები, სათამაშოები, საღამურები და ოთახის ჩუსტები. 

რაც შეეხება ვარცხნილობასა და მაკიაჟს, აქცენტის გაკეთებას თვალებსა და ტუჩებზე გვირჩევენ. მოდაში იქნება რთული ვარცხნილობები.  როგორც შეკრული, ისე გაშლილი თმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეავსე
ტესტი და გაიგე რამდენად კარგად ჩააბარებდი სამოქალაქო განათლების
გამოცდას აბიტურიენტი რომ იყო.
17:11 / 18.07.2020
შეავსე ტესტი და გაიგე რამდენად კარგად ჩააბარებდი სამოქალაქო განათლების გამოცდას აბიტურიენტი რომ იყო.
შეავსე ტესტი და გაიგე რამდენად კარგად ჩააბარებდი ერთიან ეროვნულ
გამოცდებს აბიტურიენტი რომ იყო.
13:54 / 12.07.2020
შეავსე ტესტი და გაიგე რამდენად კარგად ჩააბარებდი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტი რომ იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.