გართობა
სად და რა ფასად შეგიძლიათ გაერთოთ ახალი წლის ღამეს ქუთაისში
FaceBook
ახალი წლის შესახვედრად ყველა თავისებურად ემზადება. 31 დეკემბრის ღამის გატარება ზოგი ოჯახის წევრებთან, ნაწილი კი მეგობრებთან ერთად გეგმავს.
2018 წლის შესახვედრად მსურველებს  მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნებში. მათი უმეტესობა აქცენტს აქტიურ გართობაზე აკეთებს და იქ მისულ სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს სთავაზობს.


ბარ-რესტორანი „ სეზამი" 2018 წლის დადგომას ახალი წლის ღამეს  00:30 საათზე "ოჩხოს ქოხის" კონცერტით იწყებს. ასევე 1, 2, და 14 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან მუსიკალური ჯგუფის "ლურჯი იალქნის" კონცერტი ელოდებათ სტუმრებს. ხოლო 7 იანვარს შობის ღამეს მსმენელებისთვის ბარ-რესტორან "სეზამში" ჯგუფი VIBE დაუკრავს.

სეზამში ახალი წლის შესახვედრად მაგიდების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს. 31 დეკემბერს და 1 იანვარს ერთ პერსონაზე ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება, რომელიც მათთვის მომზადებულ მენიუსაც მოიცავს.

ბარ-რესტორან "პაოლოში" 31 დეკემბერს 23:00 საათიდან ჯგუფი "ნიუ-სფეისი" დაუკრავს 1 იანვარს ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 უმასპინძლებს იქ მისულ სტუმრებს. ასევე, "პაოლოში" 2 იანვარს ჯგუფი "არა", ხოლო 6-7 იანვარს ჯგუფი  "ნიუ სფეისი" დაუკრავს.  13 იანვარს კი კარნავალი იგეგმება. ბარ-რესტორნის ადმინისტრაციაში  განმარტავენ, რომ მაგიდების დაჯავშნა 1, 2 იანვარს აუცილებელია და ის 1 ადამიანზე 50 ლარს შეადგენს.

ჯგუფი „არას“ კონცერტის ფონზე შეხვდებიან ახალი წლის შემოსვლას ბარ-რესტორან ალმანოს სტუმრები, მათთვის ჯგუფ "არას" კონცერტი 00:30 საათზე დაიწყება, რომლის  დასრულების შემდეგ კი კარაოკე დაიწყება, რომელიც დილამდე გასტანს. 2018 წლის 1 იანვარს "ალმანოში", ისევ კარაოკე საღამო და სხვადასხვა პრიზების გათამაშებაა დაგეგმილი. საახალწლო საღამოებზე მოსახვედრად მაგიდების დაჯავშნა  კაფე-ბარში უკვე დაიწყო.

ჯფუფი მუზეუმი იმღერებს ბარ "პალატში" საღამო ახალი წლის ღამეს 00:00 საათიდან დაიწყება. ასევე. "პალატში"  1 იანვარს ჯგუფი "ამდეზია" დაუკრავს ,7 აინვარს კი  ჯგუფი "ასეა სულ" წარსდგება მსმენელის წინაშე. ხოლო 13 იანვარს ბარ "პალატის" სტუმრებისთვის  DJ დაუკრავს.  ახალი წლის საღამოების შესახვედრად ბარ "პალატში" მაგიდების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს, რისთვისაც მსურველებმა ბარის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

"გრანდ პალასში 31 დეკემბერს იქ მისულ სტუმრებს,  გიგი ადამაშვილი, ცოცხალი ბენდი, თოვლის ბაბუა და  ფიფქია ელოდებათ. 2 იანვარს გრანდ პალასში გიორგი ნაკაშიძე  და ცოცხალ ბენდთან ერთად იმღერებს, ხოლო 8 იანვარს სტუმრებს  ვანიკო თარხნიშვილის და გამოუალი მდგომარეობის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. 31 დეკემბერს გრად პალასში ერთ პერსონაზე მოსაწვევის ღირებულება 40 ლარია, რომელიც მათთვის შედგენილ მენიუსაც მოიცავს.

"ბაგრატი 1003" ში - 31 დეკემბერს სტუმრებს ინდირა ჯგერენაია უმასპინძლებს.

ხოლო, "თეთრი ქვები" და "არტ-კაფე ბლუზი" 31 დეკემბერს არ იმუშავებენ, სამაგიეროდ, "არტ-კაფე ბლუზში" 1 იანვარს ჯგუფი "სამი-ზნე" დაუკრავს. 1 და 2 იანვრის საღამოს გასატარებლად ბლუზში მაგიდების დაჯავშნა აუცილებელია, ამისთვის კი მსურველებმა ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

საინტერესო და მხიარულ საღამოს სთავაზობენ სტუმრებს "ბესთ ვესტერნი ქუთაისშიც", სადაც  ახალი წლის ღამეს  31 დეკემბერს 23:00 საათიდან ცოცხალი ბენდის "space jam"  და DJ დაუკრავს. იქ მისულ  სტუმრებს კი  ცივი და ცხელი კერძებით და სასმელებით გაუმასპინძლდებიან. "ბესთ ვესტერნი ქუთაისში" ახალი წლის ღამეს ერთი პერსონის ბილეთის  ღირებულება 120-150 ლარია და მაგიდების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.