ახალი ამბები
ქუთაისის მერია, დროშას, რომელსაც ორი წელი კიდებდა, ქარის გამო ჩამოხსნის
FaceBook
იფრიალებს თუ არა ორწლიანი მცდელობის შემდეგ ძლივს აღმართული დროშა ქუთაისში, ამიერიდან ეს ამინდის პროგნოზზე იქნება დამოკიდებული.


ქუთაისის მერია იტყობინება, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რის გამოც ნიკეას ქუჩაზე აღმართულ დროშას დაუშვებენ.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსალოდნელი კრიტიკისგან თავის ასარიდებლად ამჯერად თადარიგი დაიჭირა და მოსახლეობას წინასწარ ამცნო, რომ თუ 49 959 ლარიან სადგარზე დამაგრებული დროშა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არ იფრიალებს, არ იფიქრონ რომ ის ქარმა დააზიანა, არამედ იცოდნენ, რომ მერიამ დროშა შეგნებულად დაუშვა.

"ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება", - ასე აფრთხილებს მოსახლეობას ქუთაისის ააიპ "ქუთგანათების სერვისი".



საქართველოს ეროვნული დროშა ქუთაისის მერიამ ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან და ამავე დროს ერთ-ერთ ყველაზე ქარიან ადგილზე, ოთხი თვის წინ აღმართა, თუმცა, ამ ხსნის განმავლობაში ეროვნული სიმბოლიკა უფრო ხშირად დაშვებული ან ჩამოხსნილი იყო. დროშა ქარმა ხან დააზიანა, ხანაც წაიღო. გამოდის, რომ მერიამ დროშა დაკიდა, მაგრამ მაინც ვერ დაკიდა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ დროშა დაკიდა (ვიდეო)

ქუთაისში 50 000 ლარიანი დროშა ქარმა ისევ დააზიანა

ქარის წაღებული დროშა მერიამ ჩაანაცვლა

ქუთაისში 50 000 ლარიანი დროშა ქარმა ისევ დააზიანა

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე აღმართული დროშა ქარმა დააზიანა

ქუთაისის მერიამ დროშა ისევ ვერ დაკიდა


ქუთაისში, ადგილზე, სადაც დროშა უნდა აღმართონ, დგარი მოაწყვეს

"ქუთაისის გულებში დაკიდეთ დროშა" - გოგი წულაია დროშის აღმართაზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.