ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიის ფინანსური საქმიანობის ანგარიშს ამზადებს
FaceBook
სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიის 2014-2015 წლების ფინანსური საქმიანობის მიზნობრიობის ანგარიშს ამზადებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში გასული წლების განხორციელებული ფინანსური საკითების ეფექტურობის შესწავლა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტების წინა წლების ფინანსური საკითხების შემოწმებას "სახელმიწფო აუდიტის შესახებ" კანონის მიხედვით ახორცილებს.

აუდიტის მიზანია, დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება, მთლიანობაში შეიცავს თუ არა თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების შეფასება, კომუნიკაცია აუდიტის ობიექტთან და აუდიტის ანგარიშის მომზადება. "სახელმწიფო აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის, რეგლამენტისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე გასავლელია რიგი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგაც მოხდება ანგარიშის დამტკიცება და გამოქვეყნება", - განმარტავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მოქმედი კანონმდებლობის მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა, ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკონონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცულობა, შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუსტეები და ნაკლოვანებები, რეკომენდაციები, - ეს ის საკითხებია, რომელიც აუდიტის ანგარიშში აისახება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.