16 სექტემბერს ქუთაისის I საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
  
ფესტივალს გახსნის რუჯერო ლეონკავალოს საოპერო სპექტაკლი
"ჯამბაზები".
სპექტაკლის მთავარ, კანიოს პარტიას შეასრულებს ნიუ-იორკის
მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი რაულ მელო. ნედას პარტიას თამარ ივერი
იმღერებს, ტონიო - სულხან გველესიანი, ბეპე  -ირაკლი მურჯიკნელი
და სხვები. ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და
ქორეოგრაფიული დასი. დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.
ფესტივალი 16-22 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში ბევრი საერთაშორისო
კლასის მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ჩატარდება მასტერ
კლასები.
სპექტაკლი „ჯამბაზები“19:00 საათზე დაიწყება.
  
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები