ახალი ამბები
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელდება
FaceBook
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ.

„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200 ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება. ეს იყო გადაწვეოილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წელს ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ 200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.

საქართველოში კოვიდ საწინააღმდეგო  ვაქცინაცია მარტში დაიწყო.  მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მოზრდილი  მოსახლეობის 60 % უნდა ყოფილიყო აცრილი. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საერთოდ, ჯანდაცვის სისტემის არაეფქტური საინფორმაციო  კამპანიის გამო იმუნიზაცია პასიურად მიმდინარეობს. შესაბამისად,  27 დეკემბრის მონაცემებით:

სულ ჩატარებულია 2 466 815 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 276 364, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44.4%.

სრულად ვაქცინირებულია 1 124 908 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის  მხოლოდ 39.2%.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.