ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში,მოსახლეობის ნაწილს ღამით ტექნიკური სამუშაოების გამო,
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
15:03 / 26.11.2021
ქუთაისში,მოსახლეობის ნაწილს ღამით ტექნიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით,
90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა
გათვალისწინებული.
14:31 / 26.11.2021
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით, 90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.