ახალი ამბები
ვინ მიიყვანს ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ აცრის მსურველებს კლინიკებში, უცნობია
FaceBook
ამ დრომდე უცნობია ვინ იზრუნებს იმერეთში იმ ადამიანების ტრანსპორტით გადაადგილებაზე, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ჯავშანი აქვთ ან ახლა რეგისტრირდებიან.

მიიღეს თუ არა  შესაბამისი დავალება საკოორდინაციო საბჭოსგან, ამ დრომდე არ გვპასუხობენ ქუთაისის მერიაში. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია კი ადგილობრივ თვითმმართველობასთან გვამისამართებს. ვინ უნდა მიიყვანოს აცრის მსურველები 15 აგვისტოდან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე, ამაზე პასუხი არ არსებობს.

საქართველოს მასშტაბით, ერთ დღეში ვაქცინაციას 25 000-მდე ადამიანი იტარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე დოზით აცრას 516 300 ადამიანი ელოდება.

საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.  საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო უზრურნველყოფს. თუმცა, როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.