ახალი ამბები
ექიმს, რომელიც მოქალაქეს აცრის რეკომენდაციას არ მისცემს, შესაძლოა, ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ
FaceBook
მოქალაქეს, რომელმაც ექიმმა აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება შესაძლოა მოსთხოვონ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხდა.

პაატა იმნაძის თქმით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.

"ჩაუწეროს ექიმმა, რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით,  გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო.

"ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო, რა თქმა უნდა, არა  ყველასთვის, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის. მაგალითად,  ჩემი კოლეგებისათვის'', -  განაცხადა იმნაძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასთან კავშირშია და რაც უფრო მეტი აუცრელი ადამიანი იქნება, მით მეტი ახალი მუტაციური შტამი გაჩნდება.

"რაც მეტი აუცრელი ადამიანი იქნება დედამიწაზე, მით მეტი შანსია იმის, რომ გამოჩნდეს კიდევ ახალი მუტანტი შტამები, მუტაციები. რა თვისებების იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია",
- ამბობს ის.

13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა.

ბოლო 24 საათში აიცრა 25 432 პირი.

სრულად ვაქცინირებულია 225 053 პირი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.