კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი
https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც
დაუდასტურდათ კორონავირუსი შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე
დარეგისტრირდნენ.
პორტალიზე მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი
მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
"აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი
უსაფრთოების მართვის ცენტრი 112-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ შემუშავდა.
ახალი პორტალის დანერგვის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის
დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა და 112-ში განხორციელებული
ზარების შემცირება", – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები