ახალი ამბები
კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 6000-მდე საწოლია მობილიზებული
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 6000-მდე საწოლია მობილიზებული.

მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება საწოლფონდის გაზრდა.

"გასული თვენახევრის განმავლობაში შედარებით მსუბუქი დატვირთვა გვქონდა ჰოსპიტალურ ქსელზე, მაგრამ ბოლო პერიოდში, დატვირთვამ მოიმატა, მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობენ ჰოსპიტლები და ყოველდღიურად ემატება ჰოსპიტალური საწოლები. დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ინფორმაციით, გაიზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, რომლებიც კოვიდპაციენტებს მიიღებენ.

​საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება. 28 ივლისს ვირუსი 3141 ადამიანს დაუდასტურდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.