ახალი ამბები
საჯარო სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  პირბადის საჯარო სივრცეში გამოყენება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს.
მისი თქმით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია მისცა საკოორდინაციო საბჭოს, დაწესდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება.

"დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ.ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამის შესახებ საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან დაკავშირებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2616 შემთხვევა დადასტურდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.