ახალი ამბები
"ნამახვანჰესის ისტორია ცოტათი გაზვიადებული დრამაა'' - ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ნამახვანჰესის"  მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ ხელისუფლება რიონის ხეობის მცველებთან საერთო ენას გამონახავს.

"ზოგადად მინდა ვთქვა, რომ "ნამახვანჰესის"  მთელი ისტორია, დრამა არის ცოტათი გაზვიადებული, რადგან პრაქტიკულად დღევანდელი ვითარება მოიტანა 21 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა, რაც პარადოქსულია. ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, არ ჩავალ ანალიზში - გარედან თავსმოხვეული, შინაგანი მიზეზები, თუმცა, იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ საპროტესტო მოძრაობასთან, რიონის ხეობის მცველებთან ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, მოიძებნება კომპრომისი. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი კიდევ სხვა რამესაც გულისხმობს", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საუბარში "ხუდონჰესის" საწინააღმდეგო პროტესტი მოიყვანა.

"ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად შეჩერდა.მაგრამ დღეს გეტყვით სული პასუხისმგებლობით, რომ ხუდონჰესი რომ გვქონოდა, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით აფხაზეთთან ურთიერთობაში, რუსეთთან ურთიერთობაში გაცილებით უფრო წელგამართულები.დროთა განმავლობაში ამ მიდგომების გადაფასება ხდება და ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრება'', - განმარტა ნათია თურნავამ.

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 238-ე დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნატო ხელაძე
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
16:10 / 16.04.2024
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.